ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა EU4Culture რეგიონული ფესტივალის შინააროსობრივი დაგეგმარებასა და შემოქმედებითი კურატორული მომსახურების გაწევის შესახებ

curator tender visual Pixabay

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი იწვევს დაინტერესულ პირებს გამოხატონ ინტერესი პროექტ EU4Culture-ის ფარგლებში რეგიონული ფესტივალის შინაარსობრივი ორგანიზებისა და შემოქმედებით კურატორული მომსახურების თაობაზე.

  • ზოგადი ინფორმაცია
გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთელს მსოფლიოში მოქმედი კულტურის ინსტიტუტია, რომელიც ხელს უწყობს გერმანული ენის შესწავლასა და საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. პროექტი მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
  • ინფორმაცია კონკურსის შესახებ
კონკურსის მთავარი მიზანია, შეირჩეს შემსრულებელი, რომელიც უზრუნველჰყოფს რეგიონული ფესტივალის ორგანიზებასა და შემოქმედებით/კურატორულ დაგეგმარებას EU4Culture-ის გუნდთან ერთად. ფესტივალი დაგეგმილია 2024 წლის სექტემბრის ბოლოს ქალაქ ზუგდიდში და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 2 დღეს.

პროექტის საბოლოო კონფერენციასთან ერთად, ფესტივალზე წარმოდგენილი და ხაზგასმული იქნება ის შედეგები, რომლებიც პროეტის ფარგლებში ღია კონკურსის ფორმატში დაფინანსდნენ, მათ შორის ქალაქები, რომლებთანაც პროექტი თანამშრომლობს კულტურის განვითარების მიმართულებით, არტისტები და კულტურის პროფესიონალები, რომლებმაც მიიღეს დაფინანსება, ასევე ის პროექტები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ხორციელდება.

პროექტის დასკვნითი კონფერენციის პარალელურად, ფესტივალზე ყურადღება გამახვილდება EU4Culture პროექტის გავლენაზე და ნაჩვენები იქნება მის ფარგლებში შემუშავებული რეგიონული ქალაქების კულტურული განვითარების სტრატეგიების, კრეატიული და ინოვაციების პროექტების და დამოუკიდებელი არტისტებისა და კულტურის პროფესიონალების მიღწეული შედეგები.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ სამუშაო პირობების სრული აღწერა (Terms of Reference – ToR)
  • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
განაცხადის შეტანა შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. მაგალითად:
  • ინდივიდუალურ მეწარმეს
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას
  • არასამეწარმეო იურიდიულ პირს
  • ან/და სხვა იურიდიულ პირებს, რომელიც აკმაყოფილებენ უფლებამოსილების კრიტერიუმებს
განმცხადებლის წინადადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ინდივიდების მიერ დაკომპლექტებულ პროფესიონალთა გუნდზე (ფესტივალის ორგანიზატორი, კურატორი, დიზაინერი და ა.შ), რომლებიც აკმაყოფილებენ საჭირო კვალიფიკაციის მოთხოვნებს, სამუშაო პირობების შესაბამისად (Terms of Reference – ToR).
  • კონკურსთან დაკავშირებული კითხვები
ღია კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე EU4Culture@goethe.de.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ Question – Call for Managing and Curating the EU4Culture Regional Festival.
კითხვები მიიღება 2024 წლის 3 მაისის ჩათვლით, საქართველოს დროით 23:59 საათამდე.
ყველა კითხვაზე პასუხი ხელმისაწვდომი იქნება გოეთე-ინსტიტუტის ვებ-გვერდზე არაუგვაინეს 2024 წლის 10 მაისისა (23:59).
  • საინფორმაციო სესია
2024 წლის 17 მაისს, დილის 11:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაცია სესია დაინტერესებული პირებისათვის, რომლებსაც სურთ EU4Culture-ის რეგიონული ფესტივალისთვის დაგეგმარებისა და კურატორული მომსახურების გაწევა. საინფორმაციო სესიაზე დასასწრებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე.
  • განაცხადის შემოტანის პროცესი
დაინტერესებულ უფლებამოსილ პირებს დანართ#1-ში გათვალისწინებული ყველა საჭირო მოთხოვნით შეუძლიათ წარმოადგინონ შეთავაზებები ინგლისურ ენაზე ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: EU4Culture@goethe.de.
გთხოვთ სათაურის ველში "Proposal – Call for Managing and Curating the EU4Culture Regional Festival.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა საქართველოს დროით 2024 წლის 24 მაისის 23:59 საათი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ სამუშაო პირობების ზუსტ აღწერას - (Terms of Reference – ToR).