ენის ელემენტარული გამოყენება | |
A1 ნაცნობი, ყოველდღიურად ხმარებადი გამონათქვამებისა და უმარტივესი წინადადებების გაგებისა და გამოყენების უნარი, რომელთა მიზანსაც კონკრეტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეადგენს. სხვებისათვის საკუთარი თავის წარდგენისა და სხვების წარდგენის, ასევე ადამიანებისათვის მათ შესახებ კითხვების დასმის უნარი - მაგ.: სად ცხოვრობენ ისინი, რა ადამიანებს იცნობენ ან რა ნივთებს ფლობენ - და ასევე მათზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა. მარტივ დონეზე კონტაქტის დამყარების უნარი, როდესაც პარტნიორი მოსაუბრე ნელა და გარკვევით ლაპარაკობს და მზადაა დახმარებისათვის. |
|
A2 წინადადებებისა და ხშირად ხმარებადი გამონათქვამების გაგების უნარი, რომლებიც გარკვეული სფეროების უშუალო მნიშვნელობებთანაა დაკავშირებული (მაგ.: ინფორმაცია პიროვნებისა და ოჯახის, საყიდლების, სამუშაოს, უშუალო გარემოცვის შესახებ). მარტივ, ყოველდღიურ სიტუაციებში კონტაქტის დამყარების უნარი, სადაც ინფორმაციის მარტივ და უშუალო გაცვლაზე და ნაცნობ, ჩვეულ საგნებზეა საუბარი. მარტივი გამონათქვამებით საკუთარი წარმოშობისა და განათლების, უშუალო გარემოცვისა და უშუალო მოთხოვნილებებთან დაკავშირებულ საგნების აღწერის უნარი. |
ენის დამოუკიდებელი გამოყენება | |
B1 მარტივი სტანდარტული ენის გამოყენებისას და ნაცნობ საგნებზე, სამუშაოს, სკოლის, დასვენებებისა და ა. შ. სფეროებიდან მთავარი საკითხების გაგების უნარი. მოგზაურობისას წარმოშობილი უმეტეს ენობრივ სიტუაციასთან გამკლავების უნარი. ნაცნობ თემებსა და პიროვნულ ინტერესებზე მარტივად და თანმიმდევრულად საუბრის უნარი. გამოცდილებებისა და მოვლენების გადმოცემის, ოცნებების, იმედებისა და მიზნების აღწერისა და გეგმებისა და შეხედულებების შესახებ მოკლე არგუმენტაციის ან ახსნის უნარი. |
|
B2 კონკრეტულ და აბსტრაქტულ თემებზე შექმნილი კომპლექსური ტექსტების მთავარი აზრის გაგება; საკუთარ პროფესიულ სფეროში ასევე საგნობრივი დისკუსიების გაგების უნარი. სპონტანურად და თავისუფლად კონტაქტში შესვლის უნარი, ისე რომ გერმანულენოვან მოსაუბრესთან დიდი ძალისხმევის გარეშე ორმხრივად კარგად წარიმართოს საუბარი. თემების ფართო სპექტრის შესახებ გასაგებად და დეტალურად საუბრის, აქტუალურ საკითხზე საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და სხვადასხვა შესაძლებლობების პრიორიტეტებისა და ნაკლოვანაბათა განმარტების უნარი. |
ენის კომპეტენტური გამოყენება | |
C1 რთული, ვრცელი ტექსტების ფართო სპექტრის გაგებისა და იმპლიციტური მნიშვნელობის წვდომის უნარი. სპონტანურად და თავისუფლად აზრების გამოხატვის შესაძლებლობა, ისე რომ არ არსებობდეს სიტყვების ძებნის ხშირი და აშკარად თვალში საცემი საჭიროება. ენის საზოგადოებრივ და პროფესიულ ცხოვრებაში ან სწავლის პროცესში ეფექტურად და მოქნილად გამოყენების უნარი. კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით ნათლად, სტრუქტურირებულად და დეტალურად აზრის გამოთქმისა და ამ პროცესში ტექსტის შემაკავშირებლად სხვადასხვა შესაბამისი საშუალებების გამოყენების უნარი. |
|
C2 პრაქტიკულად ყოველივე მოსმენილისა და წაკითხულის მარტივად გაგების უნარი. სხვადასხვა წერილობითი და ზეპირი წყაროებიდან ინფორმაციების შეჯამებისა და მათთან დაკავშირებული არგუმენტაციისა და განმარტებების მწყობრად გადმოცემის შესაძლებლობა. აზრების სპონტანურად, ძალზე თავისუფლად და ზუსტად გადმოცემისა და კომპლექსურ საკითხებზე საუბრისას ფაქიზი ნიუანსების გამოკვეთის უნარი. |