ნაბიჯ–ნაბიჯ: გამოცდის ნაწილები
TestDaF სტანდარტიზირებული, ცენტრალურად შემუშავებულ–შეფასებული გამოცდაა. ის შედგება ოთხი საგამოცდო ნაწილისგან. თქვენი ენის ცოდნა ცალ–ცალკე ფასდება კითხვის, მოსმენის, წერისა და ლაპარაკის უნარებში. შედეგების დამოწმება ხდება TestDaF-ის სამ დონეზე (TDN) შეფასებებით 3, 4 და 5.
წაკითხულის გაგება
- თქვენ წაიკითხავთ მოკლე ტექსტებს უნივერსიტეტის ყოველდღიური ცხოვრებიდან, როგორიცაა უნივერსიტეტის ლექციათა გეგმა, ღონისძიებათა კალენდარი, ბროშურა და ა.შ. და გადაწყვეტთ, რომელი ტექსტი რომელ დავალებას ეხება.
- თქვენ წაიკითხავთ ჟურნალისტურ ტექსტს (დაახლოებით 450-550 სიტყვა) სამეცნიერო ან სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე და უპასუხებთ კითხვებს პასუხების ვარიანტებიდან ერთ–ერთის შერჩევით.
- თქვენ დაამუშავებთ სამეცნიერო ენით დაწერილ ტექსტს (550-650 სიტყვა), აღებულს სპეციალიზირებული ან უმაღლესი სასწავლებლის გაზეთიდან და გადაწყვეტთ, შეესაბამება თუ არა გამონათქვამები სინამდვილეს, ან შესაძლოა, ტექსტი ამის შესახებ ინფორმაციას არც იძლეოდეს.
ხანგრძლივობა: 60 წუთი
მოსმენილის გაგება
- თქვენ მოისმენთ მოკლე ტექსტს უმაღლესი სასწავლებლის ყოველდღიური ცხოვერებიდან, მაგ. საუბარს ორ სტუდენტს შორის და ამავდროულად კითხვების შესაბამის ჩანიშვნებს გააკეთებთ.
- თქვენ მოისმენთ ინტერვიუს ან დისკუსიას სასწავლო ან სამეცნიერო–პოპულარულ თემებზე და ამავდროულად გადაწყვეტთ, სწორია თუ არა გამონათქვამები მოსმენილი ტექსტის შესახებ.
- თქვენ მოისმენთ გამოსვლას ან ექსპერტის ინტერვიუს და ტექსტის მთავარ კითხვებს მოკლე პასუხებს გასცემთ.
ხანგრძლივობა: დაახლ. 40 წუთი
წერა
- თქვენ მოგეცემათ თემა და წამყვანი კითხვებისა და სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით შეადგენთ კოჰერენტულ და სტრუქტურირებულ ტექტს.
- თქვენ უნდა გამოხატოთ პოზიცია ამ ტექსტის მიმართ და დაასაბუთოთ ის.
ხანგრძლივობა: 60 წუთი
ზეპირი (კომპიუტერის საშუალებით)
- თქვენ დაამუშავებთ შვიდ დავალებას, რომელსაც თავად ჩასვამთ გერმანული უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციებში
- თქვენ უნდა მოიპოვოთ ინფორმაციები, აღწეროთ გრაფიკები და მათი შინაარსები შეაჯამოთ. უნდა გამოხატოთ თქვენი აზრი და დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია, აჩვენოთ, რჩევა მისცეთ, ალტერნატივები შეაფასოთ და ჰიპოთეზები წამოჭრათ.
ხანგრძლივობა: 35 წუთი
წინაპირობები
TestDaF ენის გამოცდაა, რომელიც გერმანიის უმაღლეს სასწავლებში თქვენი დაშვების საკითხს არეგულირებს. ის ეხება სტუდენტებსა და უმაღლესი განათლებით დაინტერესებულ პირებსა და, ამასთანავე, ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშირისოდ აღიარებულ სერტიფიკატს წარმოაგენს სამეცნიერო პროექტებისა და აკადემიური პროფესიებისთვის.
- ენის ცოდნის დონე მინიმუმ B2
- 700-დან 1000-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათი, დამოკიდებულია ენის საწყის ცოდნასა და სწავლის წინაპირობებზე (დამადასტურებელი საბუთი საჭირო არაა)
შეფასება
გამოცდის ნაწილებში „წაკითხულის გაგება“ და „მოსმენილის გაგება“ თითოეული სწორედ შესრულებული დავალებისთვის (მაგ. მოცემული ვარიანტებიდან პასუხის შერჩევის ან სწორი/არასწორი პასუხისთვის) თითო ქულას იღებთ. დონის გასარკვევად მნიშვნელოვანია სწორედ შესრულებული დავალებების რაოდენობა. გამოცდის ორივე ნაწილი –წაკითხულისა და მოსმენილის გაგება – მომზადებული და გამოცდილი შემფასებლების მიერ ფასდება. დონის განსაზღვრა კრიტერიუმების სქემის მიხედვით ხდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:
www.testdaf.de. გამოცდის გადაბარება სურვილის მიხედვით შეგიძლიათ.
ახლავე დარეგისტრირდით TestDaF-ზე!
თუკი ენას საკმარის დონეზე ფლობთ, დარეგისტრირდით TestDaF-ზე. გირჩევთ, წინასწარ გაეცნოთ TestDaF-ის გამოცდას. უკეთესია ეს გააკეთოთ გოეთეს ინსტიტუტის ან სხვა სატესტო ცენტრების მოსამზადებელ კურსებზე ან გოეთეს ინსტიტუტის მოსამზადებელ ონლაინ-კურსზე
. კურსებზე თქვენ გაეცნობით გამოცდის ფორმატსა და ჩატარების თანმიმდევრობას.
მსოფლიოს მასშტაბით TestDaF-ის გამოცდაში მონაწილეობის მიღება წელიწადში 6–ჯერ წინასწარ დადგენილ ვადებში შეგიძლიათ. დარეგისტრირდით
www.testdaf.de-ზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საგანგებო ვადებია დაწესებული. რეგისტრაცია ხდება
National Education Examination Authority.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მათ მიერ შერჩეული სატესტო ცენტრი ადრევე უნდა გააფრთხილონ და აქტუალური სამედიცინო მოწმობაც წარმოადგინონ. ამ შემთხვევაში მათთვის გამოცდის შესაბამისი მორგება მოხდება.