Deutschland.Kennen.Lernen

Deutschland.Kennen.Lernen © Goethe-Institut

აღმოაჩინე გერმანია და ისწავლე გერმანული ენა! უფასო აპლიკაციის Deutschland. Kennen. Lernen. და გერმანიის ფერადი პლაკატის დახმარებით გაეცანი Augmented Reality (AR) Features-ს. ინტერაქციული სავარჯიშოების დახმარებით გაიუმჯობესე გერმანული ენის ცოდნის დონე. 

© Goethe-Institut

ჩამოტვირთე აპლიკაცია

ყოველთვის და ყველგან სწავლა
გსურს ახლავე შეუდგე სწავლას?

  • ჩამოტვირთე აპლიკაცია Google ან Apple Store-დან შენს სმარტფონზე ან პლანშეტზე.
  • ჩამოტვირთე გერმანიის პლაკატი - Deutschlandposter ამ ვებგვერდიდან. ამობეჭდე პლაკატი (A4 საკმარისი ზომისაა). ასევე შეგიძლია პლაკატი PDF-ფორმატში გახსნა შენს კომპიუტერზე ან პლანშეტზე.
  • მიმართე შენი ტელეფონი პლაკატისკენ და აირჩიე აპლიკაციის ექვსი თემიდან ერთ-ერთი.
  • დაიწყე რომელიმე აქტივობით და ნახე, რა სასიამოვნოდ გაოცდები. 

ჩამოტვირთე აპლიკაცია

უფასოდ ჩამოტვირთე აპლიკაცია შენი სმარტფონისთვის. 


ჩამოტვირთე პლაკატი

ჩამოტვირთე პლაკატი "გერმანია", რათა შეძლო აპლიკაციით თამაში. გამოიყეენე ისეთი სმარტფონი, სადაც არ გაქვს დაყენებული აპლიკაცია. 


  • Screenshot zur App: Deutschland.Kennen.Lernen | Poster mit App © Goethe-Institut

    Poster mit App

  • Screenshot zur App: Deutschland.Kennen.Lernen | Rätsel mit Max und Moritz © Goethe-Institut

    Rätsel mit Max und Moritz

  • Screenshot zur App: Deutschland.Kennen.Lernen | Themenübersicht © Goethe-Institut

    Themenübersicht

  • Screenshot zur App: Deutschland.Kennen.Lernen | Unvertonte Slideshow Umweltschutz © Goethe-Institut

    Unvertonte Slideshow Umweltschutz

  • Screenshot zur App: Deutschland.Kennen.Lernen | Vertonte Slideshow Sport © Goethe-Institut

    Vertonte Slideshow Sport

  • Screenshot zur App: Deutschland.Kennen.Lernen | Wortgitte Gassi gehen © Goethe-Institut

    Wortgitter Gassi gehen

  • Screenshot zur App: Deutschland.Kennen.Lernen | Zuordnung VW-Käfer © Goethe-Institut

    Zuordnung VW-Käfer

  • Screenshot zur App: Deutschland.Kennen.Lernen | Drag & Drop Übung Götterspeise © Goethe-Institut

    Drag & Drop Übung Götterspeise

  • Screenshot zur App: Deutschland.Kennen.Lernen | Film Zusammenleben © Goethe-Institut

    Film Zusammenleben

ისწავლე გერმანული ენა

უკვე ფლობ გერმანულ ენას გარკვეულ დონეზე (A2-დონეზე მაღლა) და გაინტერესებს გერმანია? გსურს, შეიტყო უფრო მეტი მის შესახებ? ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ ცხოვრობენ ახალგაზრდები გერმანიაში, რა მოსწონთ ძალიან, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და მოგაწვდით უამრავ სხვა საინტერესო ინფორმაციას. 

აპლიკაციაში Deutschland. Kennen. Lernen. ნახავ საინტერესო ფილმებს, წაიკითხავ და მოისმენ საინტერესო და ინფორმაციულ ტექსტებს ფერადი ილუსტრაციებით. მარტივად რომ ვთქვათ, საინტერესო სავარჯიშოებითა და დავალებებით გაიუმჯობესებ გერმანული ენას.

გააკეთე სავარჯიშოები და გაიუმჯობესე მოსმენისა და წაკითხვის უნარები გერმანულ ენაზე!
 

აღმოაჩინე გერმანია

გერმანია არის - ლედერხოზე და ოქტობერფესტი, ავტობანი და ფეხბურთი, ძეხვი და ბაუჰაუსი. მაგრამ გერმანია ბევრად უფრო მეტია. მაგალითად, იცი, რისი გემო აქვს "ცას და დედამიწას" ან "ფუტკრის ნაკბენს"? ან რა კავშირი აქვთ დათვებს გერმანიასთან? იცით თუ არა, რას ნიშნავს  "Sportmuffel"? რატომ აცალკევებენ გერმანელები ნარჩენებს? რომელი უფრო მოგწონს, "Die Ärzte" თუ "Die Toten Hosen"?

აღმოაჩინე და გაეცანი თანამედროვე და მრავალფეროვან გერმანიას!

აპლიკაციაში შეგიძლია გაიგო მეტი გერმანიაში ცხოვრებისა და ახალგაზრდებში თავისუფალ დროს ყველაზე საყვარელი საქმიანობების შესახებ. გაეცნობი ბუნებისა და გარემოს დაცვის პროექტებს, პოპულარულ პოპ მუსიკასა და ცნობილ მეცნიერებს. ასევე მიიღებ ინფორმაცია გერმანიაში სტუდენტების ცხოვრებისა და გერმანული შრომის ბაზრის შესახებ.


 

შეამოწმე შენი ცოდნა

რამდენად კარგად იცნობთ გერმანიას? იცით, რომ გერმანიის ცალკეულ რეგიონებში ბევრი განსხვავებული ტრადიციაა? გერმანიაში ასევე არსებობს უამრავი სპორტული გაერთიანება და გარემოს დაცვის ორგანიზაცია. ბევრი გამოგონებისა და მუსიკალური ბენდის ფესვები გერმანიიდან მოდის. იცით თქვენ ეს ყველაფერი?

რამდენად კარგად ფლობ გერმანულ ენას? რამდენად მდიდარი სიტყვათა მარაგი გაქვს და რამდენად ძლიერი ხარ გერმანულ მართლწერაში?

გააკეთე ჩახლართული დავალებები და შეამოწმე საკუთარი თავი.

აპლიკაციის გამოყენება გაკვეთილზე

გერმანული ენის მასწავლებლებისთვის, რომელთაც სურთ გაკვეთილზე აპლიკაციის გამოყენება, უკვე არსებობს უფასო სავარჯიშო ფურცლები და საინტერესო იდეები ექვსი თემიდან სამ თემაზე. სავარჯიშო ფურცლების გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთი მთლიანი პაკეტის სახით, ასევე ცალ-ცალკეც. არსებობს პასუხების ფურცლებიც, მითითებები აპლიკაციის ონლაინ გაკვეთილზე გამოყენებისათვის და ზოგიერთი სავარჯიშო ფურცელი შეიცავს QR-კოდს, რომლებსაც ვიდეო და მუსიკალურ მასალებზე გადაყავხართ.
 
რა თქმა უნდა, ყველას, ვისაც სურს კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება  აპლიკაციის შესახებ და აქტიურად ვარჯიში, შეუძლია ჩამოტვირთოს ეს სავარჯიშო ფურცლები.