კატეგორია: საკლასო აქტივობა
კლასის მართვა გერმანულად ონლაინ გაკვეთილზე

ონლაინ სემინარი

სემინარის აღწერილობა

ონლაინ გაკვეთილზე ისევე მნიშვნელოვანია წესები, რუტინა და რიტუალები, როგორც დასწრებულ გაკვეთილზე.  რა გზებითაა მათი შემოღება უმჯობესი? და გერმანულად ეს როგორ უნდა მოვახერხოთ?

სემინარი სწორედ ონლაინ გაკვეთილების გერმანულ ენაზე ჩატარებაზეა ფოკუსირებული. გავავარჯიშებთ  გამონათქვამებს და ლექსიკას, რომლებიც უკავშირდება  მაგ.: გაკვეთილის დაწყებას/დასრულებას, მითითებების მიცემას, დახმარებასა და შესწორებებს, შექებასა და მოტივაციას, ასევე გაკვეთილზე შეფერხებებთან გამკლავებას.

მიზნობრივი ჯგუფი

საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის სკოლების პედაგოგები

ფორმატი და ხანგრძლივობა

 ონლაინ სემინარი / 6 აკ.სთ.
04/12/2020 დაახლ. 16:00 - 19:00 სთ
05/12/2020 დაახლ. 11:00 - 14:00 სთ
 

სემინარს უძღვება:

ფრეია კონესა

ტექნიკკური წინაპირობები

ვირტუალური საკურსო სივრცე: „ზუმი“
მობილურზე თუ კომპიუტერთან: გესაჭიროებათ სტაბილური ინტერნეტკავშირი, ყურსასმენები და მიკროფონი
„ზუმში“ შესვლა შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე 15წუთით ადრე.
სასურველია ჩამოტვირთოთ „ზუმის“ აპლიკაცია, ვინაიდან ვებბრაუზერით წვდომა არასტაბილურია.

რეგისტრაცია და კონტაქტი

უკვე შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ონლაინ-ფორმულარის გამოყენებით.
დამატებით ინფორმაციის მიღების მიზნით მოგვწერეთ ელ. ფოსტით: 
Christina.Nefzger@goethe.de

კრედიტები

ერთი კრედიტისთვის საჭირო 25 სე-ის დასაგროვებლად, კვალიფიკაციის ამაღლების ერთი კატეგორიის ფარგლებში შეგიძლიათ რამდენიმე სემინარში მიიღოთ მონაწილეობა. კვალიფიკაციის ამაღლებას გთავაზობთ მომდევნო კატეგორიებში:

  • მხარეთმცოდნეობა
  • აქტივობა გაკვეთილზე
  • CLIL - საგნის და ენის ინტეგრირებულად სწავლება

Details

Sprache: სამუშაო ენა: გერმანული
Price: მონაწილეობა უფასოა

ana.mshvildadze@goethe.de