GETVICO24 არის 24-საათიანი ვირტუალური კონფერენცია გერმანული ენის მასწავლებლებისთვის.
GETVICO24 2024 წელს ტარდება 6 და 7 ივნისს ცენტრალური ევროპის დროით. რეგისტრაცია უფასოა და უკვე დაწყებულია! დამატებით ინფორმაციას იხილავთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე.
გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის მასწავლებელთა ონლაინ კონფერენცია GETVICO24 წელსაც ტარდება. დარეგისტრირდით მომხსენებლად ან მონაწილედ კონფერენციაზე, რომელიც 6 და 7 ივნისს გაიმართება.
წლევანდელი კონფერენციის სლოგანია "გერმანული ამოძრავებს." საით მივყავართ გერმანული ენის გაკვეთილს? რომელ მეთოდებს იყნებენ დღესდღეობით და რა გველოდება მომავალში? თემების სპექტრი დიდია და გიწვევთ, რომ თქვენი იდეებიც გაგვიზიაროთ!
აქვე გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილეობასთან დაკავშირებით.
აბსტრაქტი უნდა ატვირთოთ Lime Survey-ზე. წარმოდგენილია ოთხი თემატური სექცია:
"DaF-Unterricht bewegt sich – Status quo, Tendenzen, Innovationen
Deutsch bewegt mich – Emotionales Lernen, Lernen durch Bewegung, Soziales Lernen und Motivation
Deutsch bewegt uns – Einfluss des Deutschlehrens und -lernens auf Berufsbiografien
Die deutsche Sprache bewegt sich – Wie sich Sprache/Sprachgebrauch verändert"
წელს შეგიძლიათ წარადგინოთ მოხსენება ან ვორქშოპი. ვორქშოპის დაგეგმვა თქვენზეა მოკიდებული. ორივე ფორმატი არ უნდა სცდებოდეს 30 წუთს.
კონფერენციის ჩატარებისთვის გამოიყენება Zoom Events პროგრამა, რისთვისაც წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენს კომპიუტერში პროგრამა სათანადოდ მუშაობს. თქვენ დაგჭირდებათ კამერა, მიკროფონი და სტაბილური ინტერნეტკავშირი.
რეგისტრაცია შესაძლებელია 25 მარტამდე.
აპრილის დასაწყისში მიიღებთ ჩვენგან შეტყობინებას, მიღებულ იქნა თუ არა თქვენი მოხსენება.
მათთვის, ვისაც უბრალოდ დასწრება სურს: მონაწილეთათვის რეგისტრაცია შესაძლებელია 1 აპრილიდან. ბმული განთავსდება ამ გვერდზე.