ენების ევროპული დღე

Tag der europäischen Sprachen @goethe-Institut


ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ინიციატივით 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებების და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, ამდენად, ევროპის საბჭო ხელს უწყობს პლურილინგვიზმის პოპულარიზაციას მთელს ევროპაში.

ენების ევროპული დღე 2020

2012 წლიდან ენების ევროპული დღე საქართველოშიც აღინიშნება და გასულ წლებში ღონისძიებაში  500-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული. ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC Georgia და მისი მუდმივი წევრები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის საზოგადოება და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად. 2020 წელს ენების ევროპული დღის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებებს ორგანიზებას გაუწევს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში. ღონისძიებები განკუთვნილია 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის.

კორონავირუსის (COVID-19) გამო წელს ღონისძიებები ძირითადად ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

წელს მასწავლებლების და მოსწავლეებისთვის დაგეგმილია:

  • ონლაინ ტრენინგი მასწავლებლებისთვის
  • კონკურსი სკოლის მასწავლებლებისთვის
  • ენების დღის აღნიშვნა სკოლებში

ტრენინგი მასწავლებლებისთვის


კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის