პროფესორი, დოქტორი თომას შტრასერი პროფესორი, უცხო ენის სწავლების დიდაქტიკოსი, ავტორი, ვენის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი
თომას შტრასერი, მაგისტრი, დოქტორი, ვენის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის ლინგვოდიდაქტიკისა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლის/სწავლების პროფესორი. პედაგოგთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ინსტრუქტორი, საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული სწავლების კონსულტანტი. გახლავთ სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი და რეცენზენტი ლინგვოდიდაქტიკის სფეროში, Web 2.0/3.0, KI, Social Media, Mobiles Lernen, ePortfolios, TELL, TEL, აგრეთვე სასკოლო და მეთოდიკის სახელმძღვანელოების (EFL) ავტორი და საერთაშორისო მომხსენებელი.
პროფესორი, დოქტორი მარტინ კორტე უჯრედული ნეირობიოლოგიის პროფესორი, ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსი
დოქტორი მარტინ კორტე გახლავთ ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტის უჯრედული ნეირობიოლოგიის პროფესორი და ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 2010-2012წწ. - ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტი. ბიოლოგიას (დიპლ.) სწავლობდა მიუნსტერში (თიუბინგენი) და ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში ბეთესდაში (მერილენდი, აშშ); წლების განმავლობაში მუშაობდა მაქს პლანკის თავის ტვინის კვლევის ინსტიტუტში (ფრანკფურტი) და ნეირობიოლოგიის ინსტიტუტში (მიუნხენ-მარტინსრიდი). სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში. მარტინ კორტე იკვლევს სწავლისა და მეხსიერების უჯრედულ საფუძვლებს, აგრეთვე დავიწყების პროცესებს. იგი გახლავთ ყველაზე ხშირად ციტირებული გერმანელი უჯრედული ნეირობიოლოგი.
თომას შპანი პედაგოგი, ინსტრუქტორი, დიგიტალიზაციის შტაბის გუნდის ხელმძღვანელი, ჰამბურგის სკოლისა და პროფესიული განათლების სამსახური
თომას შპანი გახლავთ ჰამბურგის დიგიტალიზაციის შტაბის გუნდის ხელმძღვანელი. მანამდე იგი მოღვაწეობდა მედიადიდაქტის პედაგოგად და პასუხისმგებელ პირად ლერხენფელდის გიმნაზიაში (2012-2019წწ) და ინსტრუქტორად ამავე ფედერალური მიწის სკოლის განვითარებისა და პედაგოგთა დახელოვნების ინსტიტუტში (2015-2018წწ).
დოქტ. ჰაიკე შაუმბურგი პედაგოგიკის სპეციალისტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
დოქტორი ჰაიკე შაუმბურგი ფსიქოლოგიას სწავლობდა ოსნაბრუკის უნივერსიტეტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, აგრეთვე Instructional Systems Technology-ის ინდიანის უნივერსიტეტში, ბლუმინგტონში. ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მისი სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება გაკვეთილს ლეპტოპკლასებში. არაერთი პროექტის ფარგლებში იგი შეისწავლიდა სკოლებში ციფრული საშუალებების ემპირიულად არგუმენტირებულ შანსებსა და რისკებს და მათ პოტენციალს ინდივიდუალიზებული და ინკლუზიური სწავლებისთვის. ჰაიკე შაუმბურგი ამჟამად ასწავლის და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პედაგოგიკის ინსტიტუტში.
ვალერია მოკერი
კაროლინ შვარცი თავისუფალი ჟურნალისტი, ავტორი, ‘ფაქტჩეკერი’ და ტრენინგების ორგანიზატორი
კაროლინე შვარცი გახლავთ თავისუფალი ჟურნალისტი, ავტორი, ‘ფაქტჩეკერი’ და ტრენინგების ორგანიზატორი. 2020 წელს გამოვიდა მისი წიგნი „სიძულვილის მეომრები: ახალი გლობალური მემარჯვენე ექსტრემიზმი’. იგი სხვადასხვა მედიისთვის მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიცაა მემარჯვენე ექსტრემიზმი, დეზინფორმაცია და ციფრულობა, ატარებს ლექციებს და ტრენინგებს დეზინფორმაციასა და სიძულვილზე ქსელში. 2016 წელს მან დააფუძნა პროექტი Hoaxmap.org, რომელშიც თავმოყრილია მცდარი ინფორმაცია ლტოლვილებსა და ფერადკანიანებზე (People of Color). პროექტი ნომინირებული იყო Grimme Online Award-სა და ჟურნალისტურ პრემიაზე - ‘Der lange Atem“.
პროფესორი, დოქტორი ჰერბერტ შაიტჰაუერი განვითარების ფსიქოლოგიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
დოქტორი ჰერბერტ შაიტჰაუერი გახლავთ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის განვითარების ფსიქოლოგიისა და კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ხელმძღვანელობს განვითარების მეცნიერებისა და გამოყენებითი განვითარების ფსიქოლოგიის განყოფილებას (www.developmental-science.de). 2006 წლიდან არის ბერლინის Max Planck Institute for Human Development-ის International Max Planck Research School “The Life Course: Evolutionary and Ontogenetic Dynamics”-ის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი (Faculty Member). აქვს სხვადასხვა პრევენციულ და კვლევით პროექტებში მუშაობის გამოცდილება, მონაწილეობდა პრევენციული და მასტიმულირებელი ღონისძიებების შემუშავებაში, მათ შორის საბავშვო ბაღებსა(www.papilio.de) და სკოლებში (www.fairplayer.de, www.netwass-projekt.de, www.medienhelden.info). გახლავთ მთელი რიგი საბჭოების წევრი (მათ შორის ისეთების, როგორიცაა ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის დიალოგი მომავალზე; I-KiZ: ინტერნეტში ბავშვთა დაცვის ცეტრი); აგრეთვე სხვადასხვა ქსელის წევრი (მათ შორისაა EUCOST-Action „Coping with Cyberbullying“); თანამშრომლობს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკოორდინაციო ჯგუფთან კრიმინალის პრევენციის ეროვნული ცენტრის (NZK ) მოსამზადებლად. 2006 წლიდან არის კავშირის Fairplayer e.V. Prof გამგეობის თავმჯდომარე.
დოქტორ შაიტჰაუერს გამოქვეყნებული აქვს უამრავი პუბლიკაცია ბავშვთა კლინიკურ ფსიქოლოგიაში, პედაგოგიურ და განვითარების ფსიქოლოგიაში და გახლავთ მათ შორის International Journal of Developmental Science-ის მთავარი რედაქტორი (www.ijds.net).
ზაბინე როტბერგი გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური ოფისი
გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალურ ოფისში საბინე როტბერგი კურირებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში გერმანულის, როგორც უცხო ენის პედაგოგთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას - „გერმანულის სწავლა და სწავლება’ (DLL). 11 წლის განმავლობაში იგი ასწავლიდა გერმანულს ჯაკარტის (ინდონეზია) გოეთეს ინსტიტუტში და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გერმანული ენის პედაგოგთა შიდა მომზადებას. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მედიადიდაქტიკა. ამჟამად ხელმძღვანელობს კვალიფიკაციის ამაღლების ახალი ონლაინ კურსის ციფრულ გაკვეთილად გარდაქმნას.
შტეფან ჰერინგი გერმანული ენის პედაგოგი, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტრუქტორი, ტაილანდის გოეთეს ინსტიტუტი
სანამ 1995 წელს ციფრული საშუალებებით სწავლითა და სწავლებით დაკავდებოდა, ხოლო 1998 წლიდან გერმანულის, როგორც უცხო ენის პედაგოგთა დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ინსტრუქტორად დაიწყებდა მუშაობას, შტეფან ჰერინგი გახლდათ გერმანულის, როგორც უცხო ენის პედაგოგი ამსტერდამსა და ბანგკოკში. დღესდღეობით იგი ტაილანდის გოეთეს ინსტიტუტის შტატგარეშე თანამშრომელია. მუშაობს სინქრონული და ასინქრონული ონლაინ გაკვეთილის, აგრეთვე ციფრული საშუალებების დასწრებულ ფორმატში ინტეგრირებისთვის საჭირო სასწავლო მასალებისა და მეთოდების კონცეფციასა და შინაარსზე, უძღვება და ხელმძღვანელობს ციფრული სწავლისა და სწავლების პროექტებს, მათ შორის პროექტს EDDU („გერმანული ენის ციფრული სწავლება სკოლებში“) და მსოფლიო მასშტაბით გოეთეს ინსტიტუტებში ხელმძღვანელობს როგორც დასწრებულ ფორმატში, ასევე სხვადასხვა ონლაინმომართვებში (Online-Settings) პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს მეთოდიკა-დიდაქტიკისა და სწავლების ტექნიკური საშუალებების გამოყენების მიმართულებით.
ქსიმენა როდრიგესი გერმანული ენის პედაგოგი, მულტიპლიკატორი (ცოდნის გამავრცელებელი), ურუგვაის გოეთეს ინსტიტუტი
ქსიმენა როდრიგესი გახლავთ მონტევიდეოში (ურუგვაი) გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის პედაგოგი. იგი არის ციფრული საშუალებების შესახებ ცოდნის გამავრცელებელი (მულტიპლიკატორი) და როგორც ავტორი მუშაობს გერმანულის, როგორც უცხო ენის ონლაინ აქტივობებზე. კომუნიკაციათმცოდნეობა, ფილოსოფია და ფსიქოლოგია შეისწავლა მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტსა და Universidad Católica del Uruguay -ში. ნამუშევარი აქვს პროექტის ხელმძღვანელად (მიუნსტერის ვვუ, ლუენებურგის ლოიფანას უნივერსიტეტი) და მედიაპროდიუსერად (TIDE TV, ჰამბურგი)
ნინა ბუეკერი უცხო ენების პედაგოგი, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტრუქტორი, გიმნაზია ინდა, აახენი
ნინა ბუეკერი გახლავთ ინგლისური და ფრანგული ენების პედაგოგი აახენის გიმნაზია ინდაში, ფრანგული ენის საგნის ინსტრუქტორი გიმნაზიებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგთათვის ორგანიზებულ სემინარზე, კიოლნის საოლქო ადმინისტრაციის აახენში არსებული პედაგოგთა პრაქტიკული მომზადების ცენტრის მედიაკონსულტანტი.
ადრიანე ლანგელა-ბიკენბახი უცხო ენების პედაგოგი, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტრუქტორი, აახენის სანკტ ლეონარდის გიმნაზია
ადრიანე ლანგელა-ბიკენბახი გახლავთ აახენის სანკტ ლეონარდის გიმნაზიის უცხო ენების პედაგოგი და ინგლისური ენის საგნის ინსტრუქტორი აახენის პედაგოგთა პრაქტიკული მომზადების ცენტრში, აქტიურად მონაწილეობს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაში. მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტში, ნიდერლანდებში გრონინგენის უნივერსიტეტსა (Rijksuniversiteit Groningen) და ინგლისში ჰალის უნივერსიტეტში (University of Hull) სწავლის შემდეგ, 2000 წლიდან ჩართულია ციფრული საშუალებების გამოყენებით შემსწავლელთა საერთაშორისო შეხვედრის საქმეში. მის მიერ ინიცირებულმა #GLASKonzept-მა, რომლითაც ჯერ კიდევ 2010 წელს ნიდერლანდების პარტნიორ სკოლებთან უცხო ენების გაკვეთილზე ვიდეოკონფერენციებსა და კოლაბორაციულ მუშაობას ჩაეყარა საფუძველი, 2018 წელს გერმანიის პედაგოგთა კონკურსზე 1-ლი ადგილი მოიპოვა კატეგორიაში - ინოვაციური გაკვეთილი. მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია „სწავლა და სწავლება ციფრულობის პირობებში“, სწავლისთვის ხელსაყრელი სასწავლო სივრცეების (ანალოგური და ციფრული) მოწყობა და სკოლის, როგორც ინსტიტუტის გაღება სკოლისგარეთა სასწავლო ადგილებთან ციფრული შეხვედრების მეშვეობით.
პროფესორი, დოქოტორი ნიკოლა ვუერფელი გერმანულის, როგორც უცხო და მეორე ენის პროფესორი, ჰერდერის ინსტიტუტი, ლაიპციგის უნივერსიტეტი
დოქტორი ნიკოლა ვუერფელი 2016 წლიდან გახლავთ ლაიპციგის უნივერსიტეტის ჰერდერის ინსტიტუტის გერმანულის, როგორც უცხო და მეორე ენის პროფესორი, სპეციალიზაციით დიდაქტიკა და მეთოდიკა. მანამდე იგი მოღვაწეობდა ჰაიდელბერგის პედაგოგიური სასწავლებლის დიდაქტიკისა და სწავლების ახალი ტექნიკური საშუალებების კათედრაზე. მისი კვლევა ძირითადად მოიცავს უცხო ენის სწავლისა და სწავლების გაციფრულებას, კოოპერაციულ სწავლას და პედაგოგების პროფესიულ სრულყოფას.
დოქტ. ოლენა ბეტეკოვა გერმანული ენის პედაგოგი, ონლაინ მრჩეველი, სემინარების ხელმძღვანელი, უკრაინის გოეთეს ინსტიტუტი
1991 - სუმის პედაგოგიური ინსტიტუტი
1998 - დისერტაციის დაცვა, კიევის ლინგვისტიკის უნივერსიტეტი
1996-2015 უკრაინის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემია. უცხო ენების კათედრის დოცენტი
2002 წლიდან - საპატიო პედაგოგი, კიევის გოეთეს ინსტიტუტი. თანმხლები პედაგოგი, ონლაინ მრჩეველი, სემინარების ხელმძღვანელი
ფილოლოგიის დოქტორი სვეტლანა სოტნიკოვა
ხარკოვის კარაზინის სახ. ეროვნული უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიისა და თარგმანის კათედრის დოცენტი, ხარკოვის ენის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, უკრაინის გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი (ცოდნის გამავრცელებელი)
ხარკოვის კარაზინის სახ. ეროვნული უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიისა და თარგმანის კათედრის დოცენტი, ფილოლოგიის დოქტორი, ნიურნბერგის სახლის (ხარკოვი) ენის შემსწავლელი ცენტრის პედაგოგიური ხელმძღვანელი, უკრაინის გერმანული ენის პედაგოგთა და გერმანისტთა კავშირის წევრი, უკრაინის გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი (ცოდნის გამავრცელებელი).
ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანისტიკის ფაკულტეტზე სწავლის შემდგომ, 1997 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „კომიზმის ენობრივი ხერხები გერმანულ ხალხურ ზღაპრებში“. მეცნიერებაში მისი ინტერესის სფეროებია სტილისტიკა და ტექსტის ლინგვისტიკა, აგრეთვე უცხო ენის გაკვეთილის მეთოდიკა.
170-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის 110-ზე მეტი სწავლების და სასწავლო მასალაა, სკოლის მოსწავლეებისთვის და გერმანისტიკის სტუდენტებისთვის განკუთვნილი 20-ზე მეტი გერმანული ენის სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი.
დოქტ. ვიქტორია სინო უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის დოცენტი, გერმანული ენის პედაგოგი უჟგოროდის ენის შემსწავლელ ცენტრში, უკრაინის გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი (ცოდნის გამავრცელებელი).
დოქტორი ვიქტორია სინო 20 წელია მუშაობს უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრაზე. 2008 წელს დისერტაცია დაიცვა ლვოვში თემაზე „მეტყევეობის პროფესიული ენის ლინგვისტური ანალიზი“. გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობს უკრაინის გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორს - უჟგოროდის ენის შემსწავლელ ცენტრს. უნივერსიტეტში სწავლების პარალელურად იგი ითავსებს მრჩევლის, მულტიპლიკატორის, რეფერენტის ფუნქციებს.
მისი ინტერესის მთავარი ობიექტია ციფრული ინსტრუმენტები გერმანულის, როგორ უცხო ენის გაკვეთილზე, მხარეთმცოდნეობა, მუსიკა გერმანულის, როგორ უცხო ენის გაკვეთილზე, კურსების შემუშავება.
ირინა არგანოვსკაია მოსკოვის (რუსეთი) გოეთეს ინსტიტუტის პედაგოგი, რუსეთის გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი (ცოდნის გამავრცელებელი). რუსეთის გერმანული ენის პედაგოგთა რეგიონთაშორისი ასოციაციის (MAUPN) გამგეობის წევრი
ირინა არგანოვსკაია 2016 წლიდან გახლავთ მოსკოვის გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი, ხოლო 2018 წლიდან - საპატიო პედაგოგი. იგი უძღვება გერმანული ენის პედაგოგთა პროფესიული დახელოვნების დასწრებულ და კონსულტირებს ონლაინ კურსებს. როგორც რუსეთის გერმანული ენის პედაგოგთა რეგიონთაშორისი ასოციაციის წევრი, თავისუფალ დროს სიამოვნებით უთმობს გერმანულ ენას და მონაწილეობს ონლაინ კონფერენციებში. მისი საყვარელი მიმართულებებია თამაში და ციფრული საშუალებები გერმანულის გაკვეთილზე.
დოქტ. ირინა პანჩენკო ხარკოვის ვასილ კარაზინის სახ. ეროვნული უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის დოცენტი, ენის შემსწავლელი ცენტრის „ნიურნბერგის სახლის“ თანამშრომელი, გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი (ცოდნის გამავრცელებელი)
დოქტორი ირინა პანჩენკო გახლავთ გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი, ხარკოვის ვასილ კარაზინის სახ. ეროვნული უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის დოცენტი, ენის შემსწავლელი ცენტრის „ნიურნბერგის სახლის“ თანამშრომელი, მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია სწავლების ტექნიკური საშუალებების გამოყენება გერმანულის, როგორც უცხო ენის გაკვეთილზე, მეხსიერების ადგილები და მედიაცია.
ტატიანა პავლოვა გერმანული ენის პედაგოგი, ინსტრუქტორი, უკრაინის გოეთეს ინსტიტუტი
ტატიანა პავლოვა წარმოშობით მოლდოვის რესპუბლიკიდანაა. 2004 წელს საცხოვრებლად კიევში გადავიდა და სწორედ ამ მშვენიერ ქალაქში დაიწყო მისი გოეთეს ბიოგრაფია. გადასვლისთანავე მან დაიწყო უკრაინის გოეთეს ინსტიტუტში საპატიო პედაგოგად და გამომცდელად მუშაობა. ვინაიდან იგი ყველანაირი სიახლისთვის მზადაა და სიამოვნებით იღებს პროფესიულ გამოწვევებს, პირველ ონლაინ კურსებსაც და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებსაც დიდი ინტერესით მოეკიდა. 2016 წლიდან მუშაობს
DLL- ინსტრუქტორად, ხოლო 2018 წლიდან კონსულტირებს მოზრდილთა ენის ონლაინ კურსებს. განსაკუთრებული სიამოვნებით ინსტრუქტორის ფუნქციებს ითავსებს, ვინაიდან ყოველთვის უხარია კოლეგებთან თანამშრომლობა.