მომხსენებლები| გერმანული ენის მასწავლებლის დღე 2024

Logo Deutschlehrer*innentag 2021 im Südkaukasus © Goethe-Institut

გაიცანით 2024 წლის გერმანული ენის მასწავლებლების დღის მომხსენებლები.

  © Privat  მარი ცშიშე-შტოკი Privat
მარი ცშიშე-შტოკი

marje.stock@cornelsen.de 


მარი ცშიშე-შტოკი მუშაობს გამომცემლობა „Cornelsen“ პროფესიული გადამზადების საერთაშორისო რეფერენტად.
 

შემდეგ

მარი ცშიშე-შტოკი მუშაობს გამომცემლობა „Cornelsen“ პროფესიული გადამზადების საერთაშორისო რეფერენტად.

მარი ცშიშე-შტოკს აქვს არაერთ ინსტიტუტსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლექტორად და პროფესიული გადამზადების ინსტრუქტორად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი ასწავლიდა გერმანულ ენას და კულტურას ყველა საფეხურზე  და ყველა ასაკობრივ ჯგუფში.  მარი ცშიშე-შტოკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამზადებს გერმანული ენის მასწავლებლებს და ეხმარება მათ ციფრულ სასწავლო გარემოში წარმატების მიღწევაში და მეორე ენის გაკვეთილებზე თანამედროვე მეთოდების დანერგვაში.

კვალიფიკაცია:  
- DLL მომზადების და გადამზადების გამოცდილი ინსტრუქტორი და გამომცდელი (გოეთეს ინსტიტუტი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით)
- გერმანულის როგორც უცხო ენის და ციფრული მედიების ლექტორად მუშაობის 10 წელზე მეტხნიანი გამოცდილება, მათ შორის ტორონტოს გოეთეს ინსტიტუტში და ტორონტოს სამეფო კონსერვატორიაში
- M.Ed. და სახელმწიფო გამოცდა ანგლისტიკასა და გერმანისტიკაში (გიოტინგენის გეორგ ავგუსტის სახელობის უნივერსიტეტი)


 

  © Privat   საბინე ჰელვიგი Privat
საბინე ჰელვიგი

sabine.hellwig@cornelsen.de 

საბინე ჰელვიგი გახლავთ გამომცემლობის "Cornelsen" პორტფოლიოს უფროსი მენეჯერი.

შემდეგ

ის პასუხისმგებელია  გერმანულის როგორც უცხო  და მეორე ენის მოცულობით პორტფოლიოზე. როგორც ტრენერი და dvct სერტიფიცირებული „ქოუჩი“  დაკავებულია ციფრულ სამყაროში მიმდინარე ცვლილებებით, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის კუთხით.
ქ-ნ ჰელვიგს აქვს  გერმანულის როგორც უცხო და მეორე ენის ლექტორთა პროფესიული გადამზადების საერთაშორისო გამოცდილება.

კვალიფიკაცია:
- ციფრული ტრანსფორმაციის სისტემური „ქოუჩი“ (dvct სერტიფიცირებული) და ტრენერი
- გერმანულის როგორც უცხო და მეორე ენის პედაგოგთა პროფესიული გადამზადების გამოცდილი ინსტრუქტორი (მსოფლიო მასშტაბით)
- 10 წელზე მეტხნიანი გამოცდილება ციფრული დანართის კონცეპციის და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნაში
- M.A. მარკეტინგული კომუნიკაცია


 

   © privat Meri Navasardyan privat
მერი ნავასარდიანი

armenien@klett-sprachen.de
მერი ნავასარდიანი 2017 წლიდან არის საქართველოს გოეთეს უნივერსიტეტის მულტიპლიკატორი და პროფესიული გადამზადების ინსტრუქტორი.

შემდეგ

2018 წლიდან მუშაობს  „Ernst Klett Sprachen“-ში გერმანულის როგორც უცხო ენის პროგრამის კონსულტანტად სომხეთსა და საქართველოში.  ამჟამად ის გახლავთ ლექტორი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრაზე.

გასულ წლებში მას აქვს უამრავი პროფესიული გადამზადება ორგანიზებული და ჩატარებული სომხეთის პედაგოგთათვის.

2006-2018 წწ. გახლდათ სასწავლო და პროგრამულ საკითხთა კონსულტანტი DAAD-ის ერევნის საინფორმაციო ცენტრში, 2018-2020წწ. ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
 
 

Fischer © privat მარინა რაიხარტი privat
მარინა რაიხარტი

Marina.Reichart@goethe.de

მარინა რაიხარტი კურირებს უფასო ონლაინ ჯგუფს „გერმანული შენთვის“, აგრეთვე უფასო ციფრულ  სავარჯიშოებს.

   

   © privat   privat
ჯენიფერ მ. სვანდა

J.Swanda@klett-sprachen.de

ჯენიფერ მ. სვანდა 2016 წლიდან მუშაობს შტუტგარტში „Ernst Klett Sprachen“-ში უცხოეთში გერმანულის როგორც უცხო ენის სპეციალისტ -  კონსულტანტად და რეფერენტად.  მას აბარია აზიის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის და სამხრეთ ევროპის რეგიონები.

შემდეგ

მრავალი წელია  მუშაობს თემაზე პროფესიული მიგრაცია და გერმანული პროფესიისთვის. რეგულარულად ატარებს სემინარებს თემაზე „DaF-Übungsfirma jms“ (მაგ.: DAAD-ელების შეხვედრა ერევანში 2022 წლის დეკემბერში, GJU მადაბაში პედაგოგთათვის 2023 წლის სექტემბერში).
პროგრამა „Flying Faculty“-ის ფარგლებში  ქ-ნი სვანდა 2020 წელს წარგზავნილი იყო გერმანულ-იორდანულ უნივერსიტეტში (GJU), იორდანიაში, ხოლო 2022 წლის მაისში მადაბაში GJU-ში სტაჟირების და კოლეგების გაცვლის ფორმატით.

2009-2016წწ. ბენგალურუში გოეთეს ინსტიტუტში და გერმანიაში მოზარდთა კურსებზე პედაგოგად მუშაობის პარალელურად, ქ-ნი სვანდა  ინდოეთში ცოდნის გამავრცელებლის  და რეგიონთაშორისი სემინარების ხელმძღვანელის ფუნქციებსაც ითავსებდა (მაგ.: პროექტი „DaF-Übungsfirma“).ეწეოდა აგრეთვე ენის სპეციალისტის და ინგლისურ-გერმანული მთარგმნელის საქმიანობას.

   © privat   საბინე დინზელი privat
საბინე დინზელი

daf.muc@gmail.com

საბინე დინზელი 1981 წლიდან გერმანულის როგორც უცხო ენის განხრით მუშაობს.

შემდეგ

სპეციალობა - გერმანული როგორც უცხო ენა მან შეისწავლა მიუნხენის ლუდვიგის და მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტში პროფ. ვაინრიხთან.  საბინე დინზელი მსოფლიოში მასშტაბით ეწევა პედაგოგთა პროფესიულ გადამზადებას (მეთოდიკა-დიდაქტიკა DaF), გახლავთ აურაცხელი DaF-მასალის ავტორი გამომცემლობა „ჰუებერში“.

1998 წლიდან მოყოლებული  პერიოდულად შტატგარეშე თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობს გოეთეს ინსტიტუტში, კერძოდ,  ენის კურსების, პედაგოგთა პროფესიული დახელოვნების, გამოცდების დაგეგმვის, განათლების სფეროში თანამშრომლობის  (ნიუ-იორკის გოეთეს ინსტიტუტში) მიმართულებით.

  © privat ანიკა ფრიზე privat
ანიკა ფრიზე

anika.freese@daad-lektorat.de


ანიკა ფრიზე DAAD-ის ლექტორია ილიას სახელმწიფო და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გერმანისტიკისა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში. 

შემდეგ

1982 წელს დაბადებული ანიკა ფრეეზე პოტსდამის უნივერსიტეტსა და Universidade de Lisboa-ში სწავლობდა ისტორიას, გერმანულს, გერმანულს როგორც უცხო და მეორე ენას. 2011 წელს ჩააბარა პირველი სახელმწიფო გამოცდა. მას აქვს გერმანულის როგორც უცხო ენის პედაგოგად მუშაობის გამოცდილება გერმანიაში, ბრაზილიასა და ხორვატიაში, აგრეთვე DAAD -ლექტორად მუშაობის გამოცდილება ბელგრადის უნივერსიტეტში. 2021 წლიდან  გახლავთ DAAD-ლექტორი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ივანე   ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანისტიკის და მასწავლებლის მომზადების განხრით. მისი პროფილია  კულტურაზე რეფლექსირებით სწავლება და გერმანულის როგორც უცხო ენის სწავლება მრავალგვარობისა და სქესისადმი სათუთი მოპყრობით. 2022 წელს ოლივერ ნილს ფოლკელთან  ერთად გამოაქვეყნა კრებული „სქესი_მრავალგვარობა_სექსუალობ(ებ)ა  სპეციალობაში - გერმანული როგორც უცხო და მეორე ენა“

  © privat Megi Gvasalia privat
მეგი გვასალია 

Megi.Gvasalia@goethe.de

მეგი გვასალია მუშაობს თბილისის გოეთეს ინსტიტუტში პედაგოგად და ტრენერად. 2022 წლიდან, უნარების სააგენტოს მოწვევით, მუშაობს ქართულის, როგორც უცხო ენის სახელმძღვანელოების შექმნაზე.
 
შემდეგ

ყოფილი ეკონომისტ-იურისტი. გერმანიის გაცვლითი აკადემიური სამსახურის (DAAD) IRP-სტიპენდიის მფლობელი 2007-2008 წლებში, რომლის ფარგლებშიც სწავლობდა ბოხუმში, რურის უნივერსიტეტში, ეკონომიკური მეცნიერებების მიმართულებით.
2011-2013 წლებში  სწავლა განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენების მეთოდიკა-დიდაქტიკის მიმართულებით.

2014-2016  წლებში გაიარა გოეთეს ინსტიტუტის მწვანე დიპლომის პროგრამა, ხოლო 2018-2020 წლებში აიმაღლა კვალიფიკაცია და გახდა გოეთეს ინსტიტუტის ტრენერი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.


მეგი გვასალია არის პროფ. ეკატერინე შავერდაშვილის ხელმძღვანელობით  გამოცემული, პირველი ქართულენოვანი მეთოდური გზამკვლევის „უცხოური ენების სწავლების საფუძვლები“-ს თანაავტორი.
ინტერესების სფეროს განეკუთვნება ფირის ფოტოგრაფია, ლიტერატურა და მუსიკა.


  © privat  თამარ თვალავაძე privat
თამარ თვალავაძე

Tamar.Tvalavadze@goethe.de


თამარ თვალავაძე 30 წელია მუშაობს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში და ამ ხნის მანძილზე მდიდარი გამოცდილება შეიძინა ენის სწავლების და მასწავლებლების პროფესიული გადამზადების საქმეში.

შემდეგ

27 წელია არის გოეთეს ინსტიტუტის მასწავლებელი და ცოდნის გამავრცელებელი.

როგორც გადამზადების ინსტრუქტორი, ორგანიზებას უწევს გერმანული ენის მასწავლებელთათვის სემინარებს საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, ბულგარეთსა და რუმინეთში.

გარდა ამისა, ის გახლავთ პროფესიული გადამზადების ინსტრუქტორი და მწვანე დიპლომის პროგრამის მონაწილეთა ტუტორი. როგორც სერტიფიცირებული გამომცდელი, ქ-ნი თვალავაძე მონაწილეობს ენის ცოდნის (A1-C2) შეფასებაში და ამგვარად თავისი წვლილი შეაქვს რეგიონში გერმანული ენის პოპულარიზაციაში. ის აგრეთვე მუშაობს DLL-ტუტორად ბერლინის გოეთეს ინსტიტუტში. 

Tamar Kachakhidze © privat Tamar Kachakhidze privat
თამარ კაჭახიძე

Tamar.Kachakhidze@goethe.de

თამარ კაჭახიძე არის გოეთეს ინსტიტუტის მულტიპლიკატორი და ტრენერი და 2020 წლიდან ატარებს სხვადასხვა ტრეინინგებსა და ვორქშოპებს გერმანული ენის მასწავლებლებისთვის.
 
შემდეგ

2016 წლიდან თამარი გოეთეს ინსტიტუტში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის ასწავლის გერმანულ ენას.  ასევე 2016 წლიდან იგი მუშაობს თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში გერმანულის, როგორც უცხო ენისა და ეთიკის პედაგოგად. გარდა ამისა  ჩართულია ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის სახელმძღვანელოს შექმნაში. ამ პროექტის ფარგლებში მის ამოცანას სახელმძღვანელოს მეთოდური და დიდაქტიკური საკითხების დამუშავება წარმოადგენს.

2016 წელს თამარმა დაასრულა გოეთეს ინსტიტუტის  მასწავლებლის მოსამზადებელი ორწლიანი პროგრამა „მწვანე დიპლომი“.

2011 – 2013 წლებში, თამარი სწავლობდა ილიას უნივერსიტეტში, გერმანული ენის მეთოდიკა-დიდაქტიკის სამაგისტრო პროგრამაზე.


 

    © privat   ივა მინდაძე privat
ივა მინდაძე

iwaminda@yahoo.com

ივა მინდაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

შემდეგ

წლების განმავლობაში მუშაობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში და აქტიურად მონაწილეობდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების მომზადებისა და ჩატარების პროცესში. მისი სამუშაო ინტერესების სფეროა ლინგვისტიკა და  ფსიქოლოგია და ასევე უცხოური ენის სწავლების მეთოდოლოგია და თეორია.

  © privat  შორენა კვანჭიანი privat
შორენა კვანჭიანი

Shorena.Kvantchiani@goethe.de

შორენა კვანჭიანი 1998 წლიდან მუშაობს მასწავლებლად გოეთეს ინსტიტუტში და აქვს სასწავლო გამოცდილება ყველა დონის მოსწავლეებთან.

შემდეგ

შორენა კვანჭიანი 2011 წლიდან ამზადებს მომავალ პედაგოგებს, ხოლო 2015 წლიდან მუშაობს როგორც DLL-ტუტორი და ტრენერი. როგორც მულტიპლიკატორი მონაწილეობს და წვლილი შეაქვს გოეთეს-ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროექტებში. გარდა ამისა როგორც ბერლინის გოეთეს ინსტიტუტის ჩარჩო კონტრაქტის პარტნიორი 2019 წლიდან ხელმძღვანელობს ონლაინ დლლ-კურსებს და 2023 წლიდან არის ჩარჩო კონტრაქტის პარტნიორი „DLL-ზე დაფუძნებული ტრენინგ კურსების ავტორობისთვის“.



 

Pati Ramishvili © privat ფატი რამიშვილი privat
ფატი რამიშვილი

Pati.Ramishvili@goethe.de


ფატი  რამიშვილი 2007 წლიდან ასწავლის გერმანულ ენას მოზრდილებს, ყმაწვილებსა და ბავშვებს.

შემდეგ

„მწვანე დიპლომის“ ფარგლებში ის აგრევე ამზადებს მომავალ პედაგოგებს. როგორც გამოცდილი ინსტრუქტორი, მთელ მსოფლიოში ხელმძღვანელობს კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს მეთოდიკასა და დიდაქტიკაში როგორც დასწრებულ, ისე სხვადასხვა ონლაინ ფორმატში. გახლავთ ასევე DLL-კურსების ტუტორი.  


 

Natia Tevzadze © privat ნათია თევზაძე privat
ნათია თევზაძე

Natia.Tevzadze@goethe.de

ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ნათია თევზაძემ 2003 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის გოეთეს ინსტიტუტში მასწავლებლად.

შემდეგ

მას შემდეგ ასწავლის სხვადასხვა საფეხურზე  და კურსის სხვადასხვა ფორმატით, ასევე მუშაობს გამომცდელად  გოეთეს ინსტიტუტში. ამის გარდა დასაქმებულია  DLL  ტრენერად,  არის DLL -ზე დაფუძნებული ონლაინ მოდულების ავტორი, ხელმძღვანელობს მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს და  ბერლინის გოეთეს ინსტიტუტში ატარებს  ონლაინ  კურსებს.


 

  © Privat ხათუნა მჭედლიშვილი Privat
ხათუნა მჭედლიშვილი

Khatuna.Mtchedlishvili@goethe.de


ხათუნა მჭედლიშვილი არის 1995 წლიდან მასწავლებელი თბილისის გოეთეს ინსტიტუტში.

შემდეგ

2006 წლიდან - გოეთეს ინსტიტუტის ტრენერი
2015 წლიდან - გერმანული ენის ექსპერტ-კონსულტანტი პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში

    © privat  მაგდა გოგრიჭიანი privat
მაგდა გოგრიჭიანი

magda.gogrichiani.extern@goethe.de

15 წელზე მეტია მაგდა გოგრიჭიანი საქმიანობს აკადემიური სწავლების და უწყვეტი განათლების სფეროში.  

შემდეგ

ამჟამად იგი მუშაობს შტატგარეშე პედაგოგად და ცოდნის გამავრცელებლად თბილისის გოეთეს ინსტიტუტში, სადაც იგი ჩართულია ისეთ პროექტებში როგორიცაა „ ციფრული პროფესიული უნივერსიტეტი“ და „ენა და კულტურა“. პარალელურად, 2013 წლიდან  თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ასწავლის გერმანულ ენას.
სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტში. გარდა ამისა, მუშაობდა მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე.



 

  © privat ეკატერინე შავერდაშვილი privat
ეკატერინე შავერდაშვილი

ekaterine_shaverdashvili@iliauni.edu.ge
ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი განათლების მეცნიერებებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრის დირექტორი

 
შემდეგ

ავტორი სტატიების, მონოგრაფიებისა და მეთოდური სახელმძღვანელოების უცხო და მეორე ენების დიდაქტიკაში; ავტორი და თანაავტორი გერმანული, როგორც უცხო ენის რამდენიმე სასწავლო გეგმისა და მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების მოდულების.
აკადემიური ინტერესები: ენობრივი პოლიტიკა და მეორე/უცხო ენის სწავლება; უცხო და მეორე ენების დიდაქტიკა; ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებაში და ონლაინ სწავლების მეთოდები; ღირებულებითი განათლება და ა.შ.

 

   © privat   ანა ბაკურაძე privat
ანა ბაკურაძე

bakuradze11@yahoo.de
ანა ბაკურაძე გახლავთ გერმანული ენის ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობს საქართველოს ÖSD ცენტრში და არის  KAAD კომისიის წევრი. გახლავთ ასევე საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი