თქვენმა მოსწავლეებმა უნდა ჩამოტვირთონ აპლიკაცია „Superkraft Deutsch“:
აიფონისთვის
ანდროიდისთვის
ჩემპიონატზე დარეგისტრირებული მასწავლებლები ელ.ფოსტაზე მიიღებენ ხუთ კოდს. ერთ-ერთი კოდი მასწავლებლისთვის, ანუ თქვენთვისაა განკუთვნილი, რომლითაც შეგეძლებათ მოსწავლეთა აქტივობისთვის თვალის დევნება და მათი ჯგუფური მუშაობის შეფასება.
დანარჩენი ოთხი კოდით კი თანაბარი რაოდენობის მოსწავლეებისგან შედგენილი გუნდები იხელმძღვანელებენ. ჩვენ რეკომენდაციაა, დაკომპლექტდეს 5-20 კაციანი გუნდები.
გაუზიარეთ გუნდებს შესაბამისი კოდები, რომლებიც მათ აპლიკაციაში უნდა შეიყვანონ. პერსონალური მონაცემები არ გამოიყენება. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი და მისი მოსწავლეები გაივლიან რეგისტრაციას, უკვე შესაძლებელი იქნება ჩემპტიონატში ჩართვა.
თუ გსურთ მოსწავლეებთან ერთად ჩემპიონატში მონაწილეობა, მაშინ უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს ღონისძიებაზე, რომელიც ზუმის პლატფორმაზე გაიმართება ცენტრალური ევროპის დროით 17 ოქტომბერს 15:00 საათზე (საქართველოს დროით 17:00 საათზე) ან 18 ოქტომბერს 13:00 საათზე (საქართველოს დროით 15:00 საათზე). დარეგისტრირდით იმ დროზე, რომელიც გაწყობთ.
მომდევნო ხუთი კვირის განმავლობაში, საკმარისი ქულების დასაგროვებლად, მოსწავლეებს შეეძლებათ თავიანთ გუნდებში ითამაშონ იმდენი ბარათით, რამდენითაც ენდომებათ:
24.10-28.10 – ჩემპიონატის პირველი კვირა
31.10-04.11 – ჩემპიონატის მეორე კვირა
07.11-11.11 – ჩემპიონატის მესამე კვირა
14.11-18.11 – ჩემპიონატის მეოთხე კვირა
21.11-25.11 – ჩემპიონატის მეხუთე კვირა
„გერმანული - სუპერძალა“ და თქვენი გერმანული ენის გაკვეთილი
თქვენ შეგიძლიათ ინდივიდუალურად მოიფიქროთ, თუ როგორ გსურთ საგაკვეთილო პროცესში აპლიკაციის გამოყენება. მაგალითად, შეგიძლიათ გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მოსწავლეებს გაესაუბროთ, თუ რისი სწავლა შეძლეს მათ უკვე აპლიკაციაში.
გლობალური კომუნიკაციის ხელშესაწყობად, შეგიძლიათ მოიწვიოთ მოსწავლეები ინსტაგრამ აქციაში - Superkraft-Instagram-Aktion მონაწილეობის მისაღებად.
მათ გუნდის სახელით უნდა გამოაქვეყნონ ინსტაგრამზე პოსტი, სადაც ისინი ფოტოსურათის მეშვეობით წარმოაჩენენ ყველაზე საინტერესო დავალებას (პროდუქტს), თუ რა ისწავლეს მიმდინარე კვირაში აპლიკაციაში. პოსტში უნდა დაურთონ ჰეშთეგი #superkraftgeo და მონიშნონ გოეთეს ინსტიტუტის ანგარიში @goetheinstitut_georgien
ყველა პოსტს შორის ორშაბათობით გათამაშდება სამი საჩუქარი. გამარჯვებული გუნდის ვინაობა გამოვლინდება გოეთეს ინსტიტუტის ინსტაგრამ გვერდზე და საჩუქრები ფოსტით დაეგზავნებათ მათ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
თუ დრო და სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მოსწავლეებს პოსტების შექმნაში დაეხმაროთ.
მონაწილეებს შორის გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ყოველკვირეულ მისიას შეასრულებს. თქვენი მიღწევების ნახვა შეგიძლიათ კოდის მეშვეობით, რომელიც თქვენს მასწავლებელს გაეგზავნება.
თამაშის ბოლოს, 25 ნოემბრის შემდეგ, როგორც საუკეთესო გუნდი, ასევე ცალკეული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან გოეთეს ინსტიტუტისგან პრიზებით.
ყველა მასწავლებელი, რომელთა მოსწავლეები ჩემპიონატში აქტიურად იყვნენ ჩართული, მიიღეებს სერტიფიკატს და ელექტრონულ ფორმატში დიპლომებს მოსწავლეებისათვის.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მონაწილე მასწავლებლებისათვის განკუთვნილ ჩატში.
ჩატის ბმულს მიიღებთ კოდებთან ერთად, როცა მიიღებთ საწყის ღონისძიებაში მონაწილეობას.