წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი: ამ ოთხი ელემენტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. კაცობრიობამ იცოდა ეს და ამიტომაც გამოიყენა ოთხივე ელემენტი, რასაც წინსვლა მოჰყვა. მაგრამ სად არის ამ წინსვლის საზღვარი? მას შემდეგ, რაც ბუნებრივი წონასწორობა რღვევისკენ წავიდა და ზოგ ადგილას ფაქტობრივად გაქრა კიდეც, კაცობრიობამ ეკოაზროვნება დაიწყო.
თუ საქმე გარემოს დაცვას ეხება, ლოგიკურია, რომ ადამიანს გაუჩნდეს შეკითხვა: ველოსიპედი თუ მანქანა? შვებულება ღია ცის ქვეშ კარავში თუ ხანგრძლივი ფრენა დასასვენებელ კურორტზე?
ოთხი სტიქიის მნიშვნელობა კაცობრიობას ყოველთვის ესმოდა. ადამიანი მზეს აღიარებდა ღმერთად, მიწას უწოდებდა მშობელ დედას, აღმერთებდა ჰაერისა და წყლის სულებს, ამასთანავე აქტიურად იყენებდა ოთხივე ელემენტს, რასაც მოჰყვა განვითარება.
საერთაშორისო პლატფორმაზე Future Perfect მოთხრობილია იმ ადამიანების ისტორიების, ინიციატივებისა თუ მეწარმეების შესახებ, რომლებიც უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან