გერმანული ენის შემსწავლელი ცენტრები

გერმანული ენის შემსწავლელი ცენტრი ერევანში

2012 წლის 17 აპრილს ქალაქ ერევანში საზეიმოდ გაიხსნა გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით დაარსებული ენის შემსწავლელი ცენტრი.

დამატებით ინფორმაციას გაეცანით ერევნის ენის შემსწავლელი ცენტრის ვებგვერდზე.

გერმანული ენის შემსწავლელი ცენტრი ბაქოში

ქალაქ ბაქოში ენის შემსწავლელი ცენტრი გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობის და აზერბაიჯანში გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით შეიქმნა, რომელიც  2009 წლის თებერვლიდან მოყოლებული დამწყებ და ზედა საფეხურებზე მყოფებს მოსწავლეევს სთავაზობს მაღალი დონის გერმანული ენის კურსებს.

აზერბაიჯანის ენის შემსწავლელი ცენტრი გოეთეს ინსტიტუტის შეუცვლელ პარტნიორად იქცა. ზრდასრულთათვის, მოზარდებისა და ბავშვებისთვის განკუთვნილ კურსებთან ერთად აქ შესაძლებელია როგორც გოეთეს ინსტიტუტის, ასევე TestDaf ცენტრის გამოცდის ჩაბარებაც. ცენტრის დახმარებით ხდება ერთობლივი აქტივობების, როგორიცაა გერმანული ენის მასწავლებელთა გადამზადება, გამოფენების და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. საქართველოს გოეთეს ინსტიტუტს, აზერბაიჯანში გერმანიის საელჩოს და ენის შემსწავლელ ცენტრს შორის რეგულარულად ხდება აქტიური და კონსტრუქციული საინფორმაციო გაცვლა.

კურსებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას გაეცანით აზერბაიჯანის ენის შემსწავლელი ცენტრის ინტერნეტ გვერდზე.

გამოგვყევით