ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“

  • ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ © Kai Uwe Oesterhellweg
  • ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ © Kai Uwe Oesterhellweg
  • ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ © PASCH-net
  • ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ © Kai Uwe Oesterhellweg
  • ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ © Keller
  • ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ © PASCH-net
  • ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ © Jens Sauerbrey

ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ (PASCH) აერთიანებს მთელი მსოფლიოს მომცველ, გერმანიასთან განსაკუთრებული კავშირების მქონე 2.000 სკოლისგან შემდგარ ქსელს. გოეთეს ინსტიტუტი კურირებს 100-ზე მეტი ქვეყნის ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემებში მოქმედ 600 PASCH-სკოლას.

2008 წლის თებერვალში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო ინიციატივა „სკოლები - მომავლის პარტნიორები“ (PASCH). ამ ინიციატივას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას, ხოლო მისი ხორცშესხმა უცხოეთის სასკოლო სისტემების ცენტრალურ სააგენტოს, გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურისა და კულტურის მინისტრთა კონფერენციის (კმკ) პედაგოგიური გაცვლითი სამსახურის  ხელშეწყობით ხდება.

მთავარი მოსაზრებები და მიზნები

PASCH–ის ორიენტაციას ოთხი მთავარი მოსაზრება განსაზღვრავს:
  • განათლების მიერ გადაშლილი პერსპექტივები
  • ჰორიზონტის გაფართოება მრავალენოვნების წყალობით
  • ენისა და განათლების ხელმისაწვდომობა
  • კურსდამთავრებულთა საერთაშორისო გაერთიანების მომავლის პრობლემებთან ერთობლივი მიდგომა

PASCH-ღონისძიებები

PASCH-ის პროექტის ფარგლებში უამრავი საინტერესო ღონისძიება ტარდება. ამ ღონისძიებების შესახებ ინფრომაციის მისაღებად გადადით შემდეგ ვებგვერდზე. 

 PASCH-ღონისძიებები