დამატებითი ინფორმაცია
უკან დაბრუნება. Goethe-Zertifikat B1
თქვენი გამოსვლაა: მოდულები
Goethe-Zertifikat B1 შედგება შემდეგი მოდულებისგან: კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი (ზეპირი გამოცდა წყვილებში). გამოცდა მთელ მსოფლიოში ერთიანი სტანდარტებით ტარდება და ფასდება.
ოთხი მოდულის ჩაბარება შესაძლებელია ცალ-ცალკე ან კომბინირებულად. ოთხივე მოდულზე გაცემული ცალკეული სერტიფიკატები შეესაბამება ერთ საერთო სერტიფიკატს.
ეს გამოცდა ერთობლივად შეიმუშავეს გოეთეს ინსტიტუტმა, ფრაიბურგის უნივერსიტეტმა (შვეიცარია) და ÖSD-მ და ის ტარდება მსოფლიოს მასშტაბით სახელწოდებით Goethe-Zertifikat B1 ან ÖSD-ს სერტიფიკატი B1.
კითხვა
თქვენ კითხულობთ ბლოგების პუბლიკაციებს, ელ-ფოსტის შეტყობინებებს, საგაზეთო სტატიებს, განცხადებებსა და წერილობით ინსტრუქციებს. თქვენ შეგწევთ მთავარი ინფორმაციის, მნიშვნელოვანი დეტალების, ასევე შეხედულებებისა და პოზიციების გაგების უნარი.
ხანგრძლივობა: 65 წუთი
წერა
თქვენ წერთ ელ-ფოსტის პირად და ოფიციალურ შეტყობინებებს/წერილებს და გამოხატავთ თქვენს აზრს წერილობით ფორუმზე.
ხანგრძლივობა: 60 წუთი
მოსმენა
თქვენ ისმენთ ხმოვან განცხადებებს , მოკლე გამოსვლებს, არაფორმალურ საუბრებსა და რადიოდისკუსიებს. თქვენ შეგწევთ მთავარი აზრებისა და მნიშვნელოვანი დეტალების გაგების უნარი.
ხანგრძლივობა: 40 წუთი
ლაპარაკი
თქვენ საუბრობთ თქვენს პარტნიორთან ყოფითი თემის შესახებ, მაგ. მოგზაურობაზე. ამასთანავე, რეაგირებთ კითხვებზე, გამოხატავთ თქვენს აზრს და აკეთებთ შეთავაზებებს. თავისუფლად საუბრობთ მომზადებულ ყოფით თემაზე და პასუხობთ დასმულ კითხვებს.
ხანგრძლივობა: 15 წუთი
წინაპირობები
Goethe-Zertifikat B1 არის გერმანული ენის გამოცდა მოზარდთა და მოზრდილთათვის.გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
- Goethe-Zertifikat B1 მოზარდთა სერტიფიკატისთვის რეკომენდირებული ასაკი 12 წლიდან იწყება.
- Goethe-Zertifikat B1 მოზრდილთა სერტიფიკატისთვის რეკომენდირებული ასაკი 16 წლიდან იწყება.
- Goethe-Zertifikat B1 სერტიფიკატი ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) მესამე (B1) საფეხურს შეესაბამება.
- ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 350-დან 650-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.