დამატებითი ინფორმაცია

უკან დაბრუნება. Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1

არც ისე რთული: გამოცდის ნაწილები

Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1 შედგება შემდეგი ნაწილებისგან: კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი (ჯგუფური ზეპირი გამოცდა).
გამოცდა მთელ მსოფლიოში ერთიანი სტანდარტებით ტარდება და ფასდება.
 

კითხვა

თქვენ კითხულობთ ისეთ ტექსტებს, როგორიცაა მაგ. მცირე ჩანიშვნები, მოკლე განცხადებები, საინფორმაციო აბრები და ამუშავებთ მოცემულ დავალებებს.

ხანგრძლივობა: 25 წუთი

წერა

თქვენ ავსებთ მარტივ ფორმულარებს და წერთ მოკლე პირად ტექტს ყოფითი სიტუაციის შესახებ.

ხანგრძლივობა: 20 წუთი

მოსმენა

თქვენ ისმენთ მოკლე ყოფით საუბრებს, სატელეფონო შეტყობინებებს ან ხმოვან განცხადებებს საჯარო თავშყრის ადგილებში და ამუშავებთ მოცემულ დავალებებს.

ხანგრძლივობა: 20 წუთი

ლაპარაკი

თქვენ თავს წარუდგენთ ჯგუფს. ამის შემდეგ სვამთ და პასუხობთ ყოფით კითხვებს და ჯგუფიდან ვინმეს რამე თხოვნით მიმართავთ.

ხანგრძლივობა: 15 წუთი

წინაპირობები

Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1 არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის.

გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
  • Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1 სერტიფიკატისთვის რეკომენდირებული ასაკია 16 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat A1: Start Deutsch 1 სერტიფიკატი ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) პირველ (A1) საფეხურს შეესაბამება.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 80-დან 200-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.