დამატებითი ინფორმაცია

უკან დაბრუნება. Goethe-Zertifikat A2

არც ისეთი რთულია: გამოცდის ნაწილები

Goethe-Zertifikat A2 შემდეგი საგამოცდო ნაწილებისგან შედგება: კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი.
ეს გამოცდა მსოფლიოს მასშტაბით ერთნაირად ტარდება და სწორდება.

 

კითხვა

თქვენ კითხულობთ მოკლე საგაზეთო სტატიებს, ელექრონულ წერილებს, განცხადებებსა და საჯარო ადგილებში განთავსებულ საინფორმაციო დაფებს და ასრულებთ მოცემულ დავალებებს.

ხანგრძლივობა: 30 წუთი

წერა

თქვენ წერთ წერილებს, რომლებიც თქვენს უახლოეს გარე-სამყაროსთან

ხანგრძლივობა: 30 წუთი

მოსმენა

თქვენ ისმენთ ყოველდღიურ საუბრებს, რადიოგანცხადებებსა და ინტერვიუებს, ავტომოპასუხეს, აეროპორტებსა და სადგურებში გამოცხადებულ ინფორმაციას და ასრულებთ მოცემულ დავალებებს.

ხანგრძლივობა: 30 წუთი
 

საუბარი

თქვენ სვამთ კითხვებს და პასუხობთ საკუთარი პიროვნების გარშემო დასმულ კითხვებს, ყვებით თქვენი ცხოვრების შესახებ და თქვენს თანამოსაუბრეს რაიმეს თაობაზე უთანხმდებით ან რაღაცას გეგმავთ.

ხანგრძლივობა: 15 წუთი

წინაპირობები

Goethe-Zertifikat A2 ა არის გერმანული ენის გამოცდა მოზრდილთათვის.

გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
  • Goethe-Zertifikat A2 გამოცდისათვის რეკომენდირებული ასაკი 16 წლიდან იწყება.
  • Goethe-Zertifikat A2 გამოცდა ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) ექვსსაფეხურიანი სკალის მეორე (A2) საფეხურს შეესაბამება.
  • ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 200-დან 350-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.