2012 წლიდან ენების ევროპული დღე საქართველოშიც აღინიშნება და გასულ წლებში ღონისძიებაში 500-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული. ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC Georgia და მისი მუდმივი წევრები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის საზოგადოება და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად. 2020 წელს ენების ევროპული დღის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებებს ორგანიზებას გაუწევს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში. ღონისძიებები განკუთვნილია 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის.
კორონავირუსის (COVID-19) გამო წელს ღონისძიებები ძირითადად ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
წელს მასწავლებლების და მოსწავლეებისთვის დაგეგმილია:
- ონლაინ ტრენინგი მასწავლებლებისთვის
- კონკურსი სკოლის მასწავლებლებისთვის
- ენების დღის აღნიშვნა სკოლებში