Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Digitalkongress_20.20Goethe-Institut Ukraine

ციფრული კონგრესი 20.20

სწავლა-განათლება ციფრულ ეპოქაში


2020 წელი განათლების სამყაროს ყირაზე აყენებს. მთელს მსოფლიოში პანდემიის გამო კვირების და თვეების მანძილზეც კი იხურება სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. სასწავლო მასალის გაციფრულების გზით პედაგოგები ცდილობენ გაუმკლავდნენ გამოწვევას - სწრაფად მოახდინონ რეაგირება და „გადაარჩინონ“ სასწავლო პროცესი.  ერთი მხრივ  ამან უკვე დადებითი „ბიძგი“ მისცა განათლების გაციფრულების საქმეს. პედაგოგებს ძალისხმევა არ დაუშურებიათ და ახალ უნარებს დაეუფლნენ. თუმცა, მეორე მხრივ, არც თუ იშვიათად მათ აქვთ არასაკმარისი მხარდაჭერის განცდა და  მოწაფეების მსგავსად, პედაგოგებიც განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან და განსხვავებულ ცოდნას ფლობენ, ამიტომაც სურთ, რომ გაკვეთილზე „ახალ რეალობასთან“ მოსარგებად კვალიფიკაციის ამაღლება  მიზნობრივ ჯგუფებზე ორიენტირებულად ხდებოდეს.
 
მთელს მსოფლიოში პანდემიის გამო სწავლისა და სწავლების  „ელვისებური გაციფრულების“ დაწყებიდან ნახევარ წელიწადში სწორედ აქ იწვევს გოეთეს ინსტიტუტი ციფრულ კონგრესს 20.20.  გვსურს, მოგცეთ შესაძლებლობა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოახდინოთ პირველი შუალედური შეჯამება და თქვენზე მორგებულ ციფრულ უნარებს დაეუფლოთ. ცოდნის გაზიარებასა და სასწავლო პროცესებში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებულ პროფესიულ შეკითხვებზე ერთად გავცემთ პასუხს  და დავსახავთ  (ენის) სწავლების პრობლემების გადაჭრაში თქვენი, როგორც პედაგოგის თანამონაწილეობის გზებს.

ციფრული კონგრესი 20.20 ტარდება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიაში მცხოვრები  გერმანული ენის პედაგოგებისთვის. ის 10.10.2020 ონლაინ ფორმატში გაიმართება. მასში მონაწილეობა უფასოა. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 08.10.2020-მდე. რეგისტრაციისას და კონგრესში მონაწილეობისას გამოიყენეთ მხოლოდ შემდეგი ბრაუზერები: Google Chrome და Mozilla Firefox.

რეგისტრაცია