მცენარეების თესლების შესახებ ბიბლიოთეკებში

მცენარეების თესლების ბიბლიოთეკები, როგორც გაზიარებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

Saatgutbibliothek © Olena Staranchuk

"სიცოცხლის კვირტები: იდენტობა, კულტურა და მეხსიერება მცენარეების თესლებში" არის პროექტი, რომლის იდეაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომის შემდეგ გაჩნდა. ამ ომის დაწყებამ კიდევ უფრო მწვავედ წამოჭრა მსოფლიო სურსათის განადგურების საფრთხის საკითხი და ასევე წინ წამოწია ისეთი თემა, როგორიცაა რეგიონულ სტაბილურობაზე დამოკიდებულების მნიშვნელობა. კონკრეტულად კი, სერიოზული ზარალი მიაყენა უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორს და კლიმატის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

იმ დროს, როდესაც ბიომრავალფეროვნებისა და ენდემური მცენარეების თესლების შენარჩუნება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ჩვენი პროექტის მიზანია ყურადღება გაამახვილოს მცენარის თესლებზე, როგორც იდენტობისა და კულტურის მატარებლების შენარჩუნებასა და მათ მეტად დაფასებაზე. კიევის (უკრაინა), ტაშკენტის (უზბეკეთი), თბილისის (საქართველო) და ალმათის (ყაზახეთი) გოეთეს ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვაფუძნებთ მცენარეების ბიბლიოთეკებს, როგორც გაცვლისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ეს ბიბლიოთეკები არა მხოლოდ მცენარეების თესლების შეგროვებას და შენარჩუნებას ემსახურება, არამედ ქმნის სივრცეებს, სადაც ბიბლიოთეკის მომხმარებლებს იდეების გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა მიეცემათ ისეთ თემებზე, როგორიცაა: მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა. გარდა ამისა, ჩვენ შემოქმედებით გამოცდილებებს გამოვიყენებთ,მცენარეების გაზრდისა და მათ შესახებ გარკვეული ამბების მოსაყოლად. გვექნება შემოქმედებითი პროექტები გამოფენებისა და ვორქშოპების სახით, რომლითაც ხაზს გავუსვამთ მცენარის თესლების, როგორც იდენტობისა და კულტურის მატარებლების მნიშვნელობას.

გამოგვყევით