მცენარეების ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები ძალიან მარტივია. ასე რომ, წაიკითხეთ/გაეცანით მას და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს პროექტში!
- ჩაერთეთ მარტივად: გაწევრიანება რთული არ არის. როგორც კი მცენარეების ბიბლიოთეკა გაიხსნება, უბრალოდ მობრძანდით ჩვენთან და მიიღეთ თქვენთვის სასურველი მცენარის თესლები.
- გაზიარება ზრუნვაა: გაიტანეთ მცენარის მხოლოდ იმდენი თესლი, რამდენიც გჭირდებათ და დროულად დააბრუნეთ, რათა სხვა მსურველებმაც შეძლონ მათით სარგებლობა.
- შეინარჩუნეთ მწვანე ფერი: მცენარეების თესლებს ისე მოექეცით, როგორც რაღაც ძალიან განსაკუთრებულს! კარგად დააკვირდით, რომ ის კარგად მოვლილია, განაგრძობს ზრდას და აყვავებას.
- გაგვიზიარეთ საკუთარი გამოცდილება: თუ რაიმე საინტერესოს აღმოაჩენთ მცენარეების ზრდის პროცესში, შეგვატყობინეთ. ჩვენ ყოველთვის გაგვიხარდება საინტერესო ისტორიების მოსმენა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
- ისიამოვნეთ: ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ პროცესმა სიამოვნება მოგანიჭოთ. ასე რომ, ჩაერთეთ და ისიამოვნეთ მცირე მებაღეობით!