დმანისი
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
დმანისის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 56 ობიექტიდან 22% შეადგენს ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტებს, კულტურის და შემოქმედების და ინდუსტრიული ობიექტები შეადგენს 16-16%-ს. სავაჭრო დანიშნულების ობიექტები მოიცავს 14%-ს, ხოლო სტუმართმასპინძლობა და საგანმანათლებლო - თითოეული 5%-ს. Სპორტული ობიექტები წარმოადგენს 2%-ს.
ობიექტების მხოლოდ 7% არის მოქმედი, 21% ნაწილობრივ გამოყენებულია, 72% კი უფუნქციოა.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია მხოლოდ 5%, 43%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 52% ძლიერ არის დაზიანებული.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 32% კერძო მფლობელობა, 34% სახელმწიფო საკუთრება, 20% მუნიციპალური საკუთრება, ხოლო რეგისტრაციის გარეშეა 14%.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: ყოფილი სატყეოს შენობა, ყოფილი საფინანსოს შენობა, სოფ. გომარეთის კლუბის შენობა, სოფ. გომარეთის პურის საცხობი ძველი, სოფ.იფნარის საწყობის შენობა, სოფ.იფნარის ადმინისტრაციული შენობა, ქ.დმანისის ჩაის ფაბრიკის კომპლექსი, ქ.დმანისის ძველი კომისარიატი, ქ. დმანისის რაიონული სამეწარმეო ცენტრის განყოფილება, სოფ. გომარეთის პატრიარქის სახლი, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.