ფოთი

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

ყოფილი ტელევიზიის შენობა © ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 60 ობიექტიდან 22% შეადგენს სტუმართმასპინძლობის დაწესებულებებს, 20% - საგანმანათლებლო სივრცეებს. ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტები მოიცავს 13%-ს, ხოლო ინდუსტრიული ან საწარმოო დანიშნულების ობიექტები 8%-ს. ასევე, გვხვდება სხვა ფუნქციის (ამბულატორია, საავადმყოფო) ობიექტები 15% და სავაჭრო ინფრასტრუქტურა 10%. 
ობიექტების გამოყენება ნაწილდება შემდეგნაირად: მოქმედი 32%-ია, ნაწილობრივ გამოყენებული - 45%, ხოლო სრულად უფუნქციო - 23%. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან რეაბილიტირებულია 8%, 18%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, 25% ძლიერ დაზიანებულია, ხოლო სტრუქტურულად მდგრადია 49%. 

მნიშვნელოვანია რომ ფოთში, აღნუსხული ობიექტების მხოლოდ 15% წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას, 13% კერძო მფლობელობაშია,ხოლო 72% სახელმწიფო საკუთრებაა. აღნუსხული ობიექტების სრული უმრავლესობა რეგისტრირებულია.

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: ყოფილი ტელევიზიის შენობა, ყოფილი ჰოსპიტლის შენობა, ყიფიანების საცხოვრებელი სახლი ,,თესეა", ტერ-ნიკოგოსოვის სახლი, ყოფილი უნივერმაღის შენობა ,,ეგრისი", ყოფილი მეთევზეთა კოოპერატივის შენობა, ყოფილი მეტეოროლოგიური სადგური, საბავშვო ბიბლიოთეკა ცენტრალურ პარკში. 

გამოგვყევით