ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა EU4Culture რეგიონებში მცხოვრები ხელოვანებისა კულტურის პროფესიონალების საერთაშორისო მობილობის მხარდასაჭერად მე-4 კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი ფოკუსირებულია სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და მოლდოვას დედაქალაქებს გარეთ მცხოვრებ ხელოვანებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე. კონკურსის მიზანია კულტურის პროფესიონალებს შორის კულტურათაშორისი დიალოგისა და ცოდნის გაცვლის ხელშეწყობა.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნული ქვეყნების რეგიონულ ქალაქებში, ან სოფლებში მცხოვრებ, 18 ან მეტი წლის ხელოვანებსა და კულტურის ყველა სექტორის წარმომადგენელს.
რა ტიპის აქტივობები ფინანსდება და სად შეიძლება პროექტის განხორციელება?
გრანტები განკუთვნილია სხვა ქვეყანაში სტაჟირებისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის და სხვა საქმიანობისთვის, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებასა და კულტურათაშორის დიალოგს.
მობილობის პროექტების განხორციელება შესაძლებელია 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე პერიოდში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
როგორია მობილობის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი?
- საკონკურსო დაფინანსება მოიცავს ოთხი ტიპის მობილობას:
- მოკლევადიანი (5-10 დღე) - 1,500-მდე ევრო
- საშუალოვადიანი (11-35 დღე) - 3,500-მდე ევრო
- გრძელვადიანი (36-84 დღე) - 5,000-მდე ევრო
- ვირტუალური (ონლაინ მონაწილეობა) - 1,000-მდე ევრო
როგორ ხდება კონკურსში მონაწილეობის მიღება?
მობილობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ატვირთონ სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე (GAP).
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 სექტემბერი, 18:00 (ცენტრალური ევროპის დროით).
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს მხარდაჭერა. პროექტს, EU4Culture, გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებენ.პროექტმა EU4Culture, წინა სამი მობილობის კონკურსის ფარგლებში, 274 ხელოვანი და კულტურის პროფესიონალი დააფინანსა.
დამატებითი ინფორმაცია:
განაცხადის პროცესთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარიკა ჯაბუას, პროექტის EU4Culture კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, ელ.ფოსტის მისამართზე: elena-andreea.sasu@goethe.de Marika.Jabua@goethe.de