ამბროლაური
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აღნუსხული 42 ობიექტიდან 26% შეადგენს კულტურის და შემოქმედების ობიექტებს, 19% სავაჭრო ინფრასტრუქტურას, 17% ადმინისტრაციულ ნაგებობებს, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები მოიცავს 14%-ს, 10% სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებია, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა და სტუმართმასპინძლობა წარმოადგენს 7-7%-ს.
ობიექტების 24% მოქმედია, 14% ნაწილობრივ გამოყენებული, 62% კი უფუნქციო.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 36%, 36% მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 28% ძლიერ არის დაზიანებული.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 43% კერძო მფლობელობა, 12% სახელმწიფო საკუთრება, 38% მუნიციპალური საკუთრება, ხოლო რეგისტრაციის გარეშეა 7%.
მუნიციპალიტეტში მრავალ საინტერესო ობიექტს შორის გამორჩეულია: სოფ. თხმორში ჯორჯ კობის მუზეუმი, სოფ.ლიხეთის კულტურის სახლი, სოფ. მეორე ტოლის კლუბ-კანტორა, სოფ. ნიკორწმინდის კულტურის სახლი, სოფ. პატარა ონის კულტურის სახლი, სოფ. ბოსტანის კლუბ-კანტორა, სოფ. ტბეთის კულტურის სახლი, სოფ.ჭრებალოს კულტურის სახლი, ქ. ამბროლაური კინოს შენობა, ქ. ამბროლაური ყოფილი ბანკის შენობა, კვაცხუთის კულტურის სახლი და სხვ.