ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

პროექტის „შემოქმედებითი კომპასი” მხარდაჭერით, 10 რეგიონის 35 მუნიციპალიტეტში (თბილისის გარდა) შეიქმნა ფიზიკური ინფრასტრუქტურის ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა.
თითოეულმა მუნიციპალიტეტმა, საგრანტო დაფინანსებითა და ექსპერტთა გუნდის აქტიური მენტორინგით ჩაატარა აღნუსხვა, ექსპერტების მიერ შექმნილი ფიზიკური აღნუსხვის სტანდარტიზებული მეთოდოლოგიით.

Creative Compass

მონაცემთა ბაზა წარმოაჩენს მუნიციპალიტეტების მრავალფეროვან ინფრასტრუქტურულ რესურსს, მათ შორის კულტურულ ინფრასტრუქტურას და ფუნქციადაკარგულ ინდუსტრიულ შენობებსა და სივრცეებს. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება აღნიშნული კულტურული, სამრეწველო და არქიტექტურული აქტივების მდგომარეობის, მათი გამოყენების, ფუნქციისა და საკუთრების სტატუსის შესახებ.

შემოქმედებითი სივრცეების გარდა, მონაცემთა ბაზაში ასევე წარმოდგენილია ის ინფრასტრუქტურაც, რომელიც მანამდე არ გამოიყენებოდა შემოქმედებითი მიზნებისთვის.
ვებ-გვერდზე წარმოდგენილია 35 მუნიციპალიტეტის პროფილი, დაჯგუფებული რეგიონების შესაბამისად.

იხილეთ რეგიონები: 
აჭარის ა/რ | გურია | იმერეთი | კახეთი | მცხეთა-მთიანეთი | რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი| სამეგრელო-ზემო სვანეთისამცხე-ჯავახეთი | ქვემო ქართლი | შიდა ქართლი

„ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვის მეთოდოლოგია"- გამოცემული შემოქმედებითი კომპასის მიერ, წარმოადგენს მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს ისეთი ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღსანუსხად, რომელიც პოტენციურად გამოსადეგია კულტურისა და შემოქმედებითი დანიშნულებით. აღნიშნული სახელმძღვანელოს დახმარებით შეიქმნა აქ მოცემული მონაცემთა ბაზა/რუკა.
მეთოდოლოგია ხელმისაწვდომია აქ. 
 

აჭარის ა/რ

გურია

იმერეთი

კახეთი

ქვემო ქართლი

მცხეთა-მთიანეთი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სამცხე-ჯავახეთი

შიდა ქართლი

გამოგვყევით