ბოლნისი
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 49 ობიექტიდან 35% შეადგენს კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ობიექტებს, 16% საგანმანათლებლო ობიექტებს. ადმინისტრაციული ნაგებობები მოიცავს 15%-ს, ხოლო საწარმოო 12%-ს, სავაჭრო ინფრასტრუქტურა და სტუმართმასპინძლობის ობიექტები წარმოადგენს 6-6%-ს.
ობიექტების 41% მოქმედია, 12% ნაწილობრივ გამოყენებული, 47% კი უფუნქციო.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 67%, 14%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 19% ძლიერ არის დაზიანებული.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 37% კერძო მფლობელობა, 15% სახელმწიფო საკუთრება, 45% მუნიციპალური საკუთრება.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: ქ. ბოლნისის კულტურის სახლი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ოფისი და ქართულ-გერმანული სახლი, ბოლნისის კინოთეატრი, ბოლნისის ღვინის ქარხანა, დაბა კაზრეთის კულტურის ცენტრი, სანატორიუმი კაზრეთში, სოფელი რატევანის კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა, სოფელი ქვეშის კლუბი და ბიბლიოთეკა, სოფელი ბოლნისის ბიბლიოთეკა, სოფელი ფოლადაურის ფოლადის სადნობი საამქრო, წითელი აგურის ფრანგული შენობა ფოლადაურში.