ჩოხატაური

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

გორაბერეჟოულის ყოფილი ინდუსტრიული ტექნიკუმი © ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 34 ობიექტიდან 44% შეადგენს კულტურული დანიშნულების ობიექტებს, 26%  ადმინისტრაციული დანიშნულების ნაგებობებია, საგანმანათლებლო და საწარმოო ინფრასტრუქტურა 6-6% გვხდება. სავაჭრო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს 6%-ს, ხოლო სპორტული დაწესებულებები 3%-ს. 

ობიექტების 15% მოქმედია, 18% ნაწილობრივ გამოყენებული, 67% კი უფუნქციო. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 56%, რეაბილიტირებულია 3%, 15%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 26% ძლიერ არის დაზიანებული.

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 17% კერძო მფლობელობა, 24% სახელმწიფო საკუთრება, 56% მუნიციპალური საკუთრება, ხოლო  რეგისტრაციის გარეშეა 3%. 

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: სოფელ შუა ამაღლების კულტურის სახლი, სოფელ ამაღლების კულტურის სახლი, სოფელ ჯვარცხმის კულტურის სახლი, სოფელ საყვავისტყის კულტურის სახლი, სოფელ ბუკისციხის კულტურის სახლი, სოფელ ჯვარცხმის ყოფილი კოლმეურნეობის შენობა, კინოთეატრის შენობა, ყოფილი #1 ჩაის ფაბრიკა, გორაბერეჟოულის ყოფილი ინდუსტრიული ტექნიკუმი (შენობა N1), გორაბერეჟოულის ყოფილი ინდუსტრიული ტექნიკუმი (შენობა N2). 

გამოგვყევით