გორი
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
გორის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 50 ობიექტიდან 26% შეადგენს კულტურის და შემოქმედების ობიექტებს, 16% ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურას. Სავაჭრო ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო დაწესებულებები შეადგენენ 14-14%-ს, ხოლო ადმინისტრაციული ნაგებობები და სტუმართმასპინძლობის ობიექტები 10-10%-ს. სპორტული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს 2%-ს.
ობიექტების 14% მოქმედია, 28% ნაწილობრივ გამოყენებული, 58% კი უფუნქციო.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 18%, 60%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 23% ძლიერ არის დაზიანებული.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 46% კერძო მფლობელობა, 8% სახელმწიფო საკუთრება, 36% მუნიციპალური საკუთრება, რეგისტრაციის გარეშეა 4% და არ არის მითითებული 4%.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: გორის უნივერმაღი, ნავთსადენის ქარხანა, ტურბაზა, ხიდისთავის კლუბი, ქვახრელის კლუბი, მეჯვრისხევის ქათმის ფერმა, ზერტის კულტურის ცენტრი, მეჯვირხევის კლუბი, მეჯვრისხევის კულტურის ცენტრი, ზერტის საწყობები, ძევერა სოფლის კლუბი, ქიწნისი ყოფილი კლუბი და ე.წ. კანტორა, ტყვიავის კლუბი, მერეთი - სოფლის კლუბი, ადმ. შენობა და საბავშვო ბაღი.