წალენჯიხა
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 20 ობიექტიდან 25% წარმოადგენს კულტურის და შემოქმედებითი დანიშნულების ობიექტებს, 25-25% ადმინისტრაციულ და სავაჭრო დანიშნულების ნაგებობებს. ინდუსტრიული და საწარმოო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს 10%-ს, ხოლო სტუმართმასპინძლობის ობიექტები 5%-ს. საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები, ისევე როგორც სპორტული ინფრასტრუქტურა 5-5% პროცენტად ნაწილდება.
ობიექტების 5% მოქმედია, 35% ნაწილობრივ გამოყენებული, 60% კი უფუნქციო.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 10%, 40%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 50% ძლიერ არის დაზიანებული.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 40% კერძო მფლობელობა, 20% სახელმწიფო საკუთრება, 48% მუნიციპალური საკუთრებაა.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: კულტურის სახლი ზღვაიას დასახლებაში, ყოფილი კინოთეატრი ზღვაიას დასახლებაში, შენგელაიას სახლ- მუზეუმის ყოფილი კინო თეატრი, ობუჯის ბიბლიოთეკა, ლიის კულტურის სახლი, სქურის სანატორიუმი, ჭალეს ყოფილი კოლმეურნეობის კულტურის სახლი, წალენჯიხის ჩაის ფაბრიკა, მიქავას ყოფილი კოლმეურნეობის შენობა, მუჟავას ყოფილი კოლმეურნეობის კულტურის სახლი.