კასპი

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

მეტეხის ყოფილი კლუბი © კასპის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

კასპის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 21 ობიექტიდან 48% შეადგენს კულტურული დანიშნულების ობიექტებს, 24% საგანმანათლებლო ობიექტებს. Ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტები მოიცავს 19%-ს. 

ობიექტების 14% მოქმედია, 24% ნაწილობრივ გამოყენებული, 62% კი უფუნქციო. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 38%,  33%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 29% ძლიერ არის დაზიანებული. 

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 5% კერძო მფლობელობა, 33% სახელმწიფო საკუთრება,  57% მუნიციპალური საკუთრება. 

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: კასპის კულტურის ცენტრი, ქვემო გომის კულტურის სახლი, მეტეხის ყოფილი კლუბი, ქვემო ჭალის კულტურის სახლი, თელადგორის ყოფილი სასოფლო კლუბი, იდლეთის ყოფილი სკოლა, თვალადის ყოფილი სკოლა, თვალადის სასოფლო კლუბი, ზემო ხანდაკის სასოფლო კლუბი, ხოვლეს სასოფლო კლუბი.

გამოგვყევით