ქობულეთი
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 31 ობიექტიდან 32% შეადგენს კულტურის და შემოქმედების სივრცეებს, 19% ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტებს, საგანამათლებლოს - 13%. ინდუსტრიული ან საწარმოო, ასევე სავაჭრო ინფრასტრუქტურა და სხვა დანიშნულების ობიექტები 10-10%-ია. ასევე, გვხვდება სპორტული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა 3-3%-ით.
ობიექტების გამოყენება ნაწილდება შემდეგნაირად: მოქმედი 32%-ია, ნაწილობრივ გამოყენებული - 36%, ხოლო სრულად უფუნქციო - 32%.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან რეაბილიტირებულია 12%, 43%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, 29% ძლიერ დაზიანებულია, ხოლო სტრუქტურულად მდგრადია 11%.
მნიშვნელოვანია რომ ქობულეთში, აღნუსხული ობიექტების 58% წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას, 12% კერძო მფლობელობაშია, 26% სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო შერეული - 4%. აღნუსხული ობიექტების სრული უმრავლესობა რეგისტრირებულია.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: ფოსტის შენობა, კვირიკეს კლუბი და ადმინისტრაციული შენობა, ძველი პურის ქარხანა, ლაო ჯინჯაოს სახლი ჩაქვში, დაგვას კულტურის სახლი, ქაქუთის კულტურის სახლი, ხალას კულტურის სახლი, ალამბრის კულტურის სახლი და ადმინისტრაციული შენობა, ლეღვას კულტურის სახლი და ადმინისტრაციული შენობა, ბობოყვათის კულტურის სახლი და სხვა.