ქუთაისი
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 54 ობიექტიდან 33% შეადგენს ინდუსტრიულ და საწარმოო ინფრასტრუქტურას, 22% - კულტურის და შემოქმედებით სირვცეებს. Საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები მოიცავს 17%-ს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა 7%-ს, ხოლო ადმინისტრაციული ნაგეგბობები 4%-ს და სპორტული დაწესებულებები 2%-ს. გვხვდება ასევე სხვა ტიპის ობიექტები 9%-ით.
ობიექტების 33% მოქმედია, 30% ნაწილობრივ გამოყენებული, 37% კი უფუნქციო.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 18%, 43%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 22% ძლიერ არის დაზიანებული, გვხვდება ასევე 17% რეაბილიტირებული ობიექტები.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 17% კერძო მფლობელობა, 33% სახელმწიფო საკუთრება, 22% მუნიციპალური საკუთრება, 26% შერეული, ხოლო რეგისტრაციის გარეშეა 2%.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: ყოფილი ყაზარმის შენობა, ყოფილი სატრაქტორო ქარხანა, ყოფილი ტრიკოტაჟის ფაბრიკა, საკონდიტრო, კონსერვატორიის შენობა, ფოსტის შენობა, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის კულტურის სახლი, ყოფილი რკინიგზის სადგური საფიჩხიაზე, ყოფილი კლუბის შენობა გუმათში, წითელ ხიდთან არსებული უფუნქციო შენობა.