ლაგოდეხი
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 50 ობიექტიდან 28% შეადგენს ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტებს, 18% კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების ობიექტებს. Საგანმანათლებლო და კვლევითი დანიშნულების ობიექტები მოიცავს 12%-ს, ხოლო ინდუსტრიული 8%-ს. სპორტული დაწესებულებები - 6%, სავაჭრო ინფრასტრუქტურა 4%, ხოლო სტუმართმასპინძლობის ობიექტები წარმოადგენენ 2%-ს.
ობიექტების 14% მოქმედია, 46% ნაწილობრივ გამოყენებული, 40% კი უფუნქციო.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 18%, 56%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 26% ძლიერ არის დაზიანებული.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 12% კერძო მფლობელობა, 2% სახელმწიფო საკუთრება და 86% მუნიციპალური საკუთრება.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: კ/თ „სინემა“, სარაიონო კულტურის სახლი, სახელოვნებო სკოლების გაერთიანება, კლუბი ჭიაური, ყოფილი კლუბი-კართუბანი, ტერიტორიული ორგანოს შენობა - სოფ. ცოდნისკარი, კლუბი - ლელიანი, ქორეოგრაფიული სტუდია - ჭაბუკიანი, სასტუმრო - ქ. ლაგოდეხი, კოსტავას N15, ყოფილი უნივერმაღი - ქ. ლაგოდეხი, კოსტავას N19.