ლანჩხუთი

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

ჩოჩხათის ადმინისტრაციული შენობა © ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 34 ობიექტიდან 50% შეადგენს ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტებს, 23% კულტურისა და შემოქმედებით ობიექტებს. ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო დაწესებულებები თითოეული შეადგენს 9%, სტუმართმასპინძლობის ობიექტები წარმოადგენს 6%-ს.

ობიექტების 41% მოქმედია, 18% ნაწილობრივ გამოყენებული, 41% კი უფუნქციო. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 77%, 20%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 3% ძლიერ არის დაზიანებული. 

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 9% კერძო მფლობელობა, 14% სახელმწიფო საკუთრება, 74% მუნიციპალური საკუთრება, ხოლო რეგისტრაციის გარეშეა 3%. 

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: სოფელ ლესის ადმინისტაციული შენობა, სოფელ ჩიბათის კულტურის სახლი, სოფ. გვიმბალაურის ადმინისტრაციული შენობა, ამბულატორია, სპორტული სივრცე, სოფელ მამათის ადმინისტაციული ერთეულის შენობა, სოფ. მამათის ყოფილი კულტურის სახლი, სოფ. ქვემო აკეთის კულტურის სახლი, აცანის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლი, სოფ. მაჩხვარეთის ყოფილი კოლმეურნეობის შენობა, ლანჩხუთის ყოფილი ყველ-კარაქის სასადილო, სოფ. ჩოჩხათის ადმინსტრაციული შენობა, სოფ. შრომისუბნის კულტურის სახლი, სოფ. სუფსის ყოფილი საავადმყოფო, სოფელ ნიგვზიანის ადმინისტაციული შენობა. 

გამოგვყევით