ახმეტა

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

სოფ. აწყურის მეაბრეშმეობის ადმინისტრაციის ყოფილი შენობა © ახმეტის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 32 ობიექტიდან 38% შეადგენს ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტებს, 22% საგანმანათლებლო ობიექტებს. კულტურული დანიშნულების ობიექტები მოიცავს 19%-ს, ხოლო სტუმართმასპინძლობა 9%-ს. სპორტული დაწესებულებები, სავაჭრო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს 3-3%-ს.
ობიექტების 65% არის ნაწილობრივ გამოყენებული, 35% კი უფუნქციოა. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია მხოლოდ 3%,  75%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 22% ძლიერ არის დაზიანებული. 

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 19% კერძო მფლობელობა, 13% სახელმწიფო საკუთრება, 68% მუნიციპალური საკუთრება. 

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: სოფ. აწყურის მეაბრეშმეობის ადმინისტრაციის ყოფილი შენობა, ქალაქ ახმეტის ყოფილი ცხრაწლედი, სოფ. ზემო ხოდაშნის ყოფილი კულტურის სახლი, სოფ. მატნის ყოფილი კულტურის სახლი, სოფ. ზემო ალვნის კულტურის სახლი, სოფ. ქვემო ალვნის კულტურის სახლი, ახმეტის პიონერთა სახლის ყოფილი შენობა, ახმეტის ყოფილი კინოს შენობა, ახმეტის კავშირგაბმულობის შენობა, ახმეტის ძუდოს სკოლის შენობა.

გამოგვყევით