ონი

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

ძველი ჭიდაობის დარბაზი © ონის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

ონის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 40 ობიექტიდან 33% შეადგენს ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტებს, 22% - საგანმანათლებლო ობიექტებს. კულტურული დანიშნულების ობიექტები მოიცავს 12%-ს, ხოლო საწარმოო 7%-ს. სპორტული დაწესებულებები, სავაჭრო ინფრასტრუქტურა და სტუმართმასპინძლობის ობიექტები წარმოადგენს 2-2%-ს. 

ობიექტების გამოყენება ნაწილდება შემდეგნაირად: მოქმედი 30%-ია, ნაწილობრივ გამოყენებული - 43%, ხოლო სრულად უფუნქციო - 27%. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 18%,  60%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 22% ძლიერ არის დაზიანებული. 

მნიშვნელოვანია რომ ონში, აღნუსხული ობიექტების 65% მუნიციპალური საკუთრებაა, 25% კერძო მფლობელობაშია, ხოლო 10% სახელმწიფო საკუთრებაა. აღნუსხული ობიექტების სრული უმრავლეოსბა რეგისტრირებულია.

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: სასტუმრო "რაჭა", ძველი მუზეუმის შენობა, ძველი ჭიდაობის დარბაზი, ქვედრულას ჰიდროელექტროსადგური, სტამბის ძველი შენობა, კულტურის სახლი, სოფელი ხიდეშლების კლუბის შენობა, სოფელი გლოლის ადმინისტრაციული შენობა და სხვა. 

გამოგვყევით