საგარეჯო

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

ბადიაურის ადმინისტრაციული შენობა © საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 20 ობიექტიდან 50% შეადგენს ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტებს, 25% - კულტურის და შემოქმედებით სივრცეებს. Საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტები მოიცავს 10%-ს, ხოლო საწარმოო, სპორტული დაწესებულებები და სავაჭრო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს 5-5%-ს. 

აღნუსხული ნაგებობების 60% - მოქმედია, 5% ნაწილობრივ გამოყენებული , ხოლო 35% სრულად უფუნქციოა. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 5%,  65%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 30% ძლიერ დაზიანებულია. 

მნიშვნელოვანია რომ საგარეჯოში, აღნუსხული ობიექტების 55% მუნიციპალური საკუთრებაა, 25% კერძო მფლობელობაშია, 10% სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო 10% შერეული. აღნუსხული ობიექტების სრული უმრავლესობა რეგისტრირებულია. 

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: სოფელ პატარძეულის კულტურის სახლი, სოფელ პატარძეულის ადმინისტრაციული შენობა, ბადიაურის ადმინისტრაციული შენობა, სოფელ ხაშმის ყოფილი კულტურის სახლი, საგარეჯოს სამუსიკო სკოლა, სოფელ მანავის ადმინისტრაციული შენობა, საგარეჯოს კულტურის სახლი, საგარეჯოს ადმინისტრაციული შენობა და სხვა. 

გამოგვყევით