სიღნაღი
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 41 ობიექტიდან 44% შეადგენს კულტურის და შემოქმედებით დაწესებულებებს, 29% - საგანმანათლებლო სივრცეებს. ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტები მოიცავს 12%, ხოლო სპორტული დაწესებულებები 7%. ასევე, გვხვდება ინდუსტრიული ან საწარმოო დანიშნულების ობიექტები 3%.
ობიექტების გამოყენება ნაწილდება შემდეგნაირად: მოქმედი 17%, ნაწილობრივ გამოყენებული - 15%, ხოლო სრულად უფუნქციო - 68%.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 49%, რეაბილიტირებულია 22%, 15%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, და ასევე 14% ძლიერ დაზიანებულია.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 66% მუნიციპალური საკუთრებაა, 17% კერძო მფლობელობაშია, 14% სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო 1% შერეული. აღნუსხული ობიექტების სრული უმრავლესობა რეგისტრირებულია.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: ერისიმედის კულტურის სახლი, ვაქირის კულტურის სახლი, მაღაროს ბიბლიოთეკის შენობა, ნუკრიანის კულტურის სახლი, ნუკრიანის (კალოები) მუს. სკოლა, საქობოს ბიბლიოთეკის შენობა, სიღნაღის ძველი სპორტული კომპლექსი, სიღნაღის ძველი სამკერვალო ფაბრიკა, მაჩხაანის თეატრი და სხვა.