ლენტეხი

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

ლენტეხის მუნიციპალიტეტი © ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 23 ობიექტიდან 35% შეადგენს ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტებს, 26% კულტურის და შემოქმედების ობიექტებს. Საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები მოიცავს 12%-ს, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურა 9%-ს. სავაჭრო ინფრასტრუქტურა და ინდუსტრიული ობიექტები თითოეული წარმოადგენს 4%-ს.

ობიექტების 22% მოქმედია, 48% ნაწილობრივ გამოყენებული, 30% კი უფუნქციო. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 35%, 35%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 30% ძლიერ არის დაზიანებული. 

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 17% კერძო მფლობელობა, 22% სახელმწიფო საკუთრება,  61% მუნიციპალური საკუთრება, ხოლო რეგისტრაციის გარეშეა 7%.
 
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: სოფ.ხელედის კულტურის სახლი, დაბა ლენტეხის ბიბლიოთეკა, დაბა ლენტეხის უნივერმაღი, დაბა ლენტეხის ყოფილი კინოცენტრი, სოფ. თეკალის ადმინისტრაციული შენობა, სოფ. ლეუშერის სოფლის კლუბი, სოფ. სასაშის ადმინისტრაციული შენობა, სოფ. ჟახუნდერის კულტურის სახლი, სოფ. ჩიხარეშის კულტურის სახლი, სოფ. თეკალის სოფლის კლუბი. 

გამოგვყევით