ტყიბული
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 30 ობიექტიდან 47% შეადგენს კულტურის და შემოქმედებით დაწესებულებებს, 23% - საგანმანათლებლო სივრცეებს. ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტები მოიცავს 10%, ხოლო ინდუსტრიული ან საწარმოო დანიშნულების ობიექტები 7%. ასევე, გვხვდება სხვა ფუნქციის (ამბულატორია, საავადმყოფო) ობიექტები 7%.
ობიექტების გამოყენება ნაწილდება შემდეგნაირად: მოქმედი 10%-ია, ნაწილობრივ გამოყენებული - 37%, ხოლო სრულად უფუნქციო - 53%.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან რეაბილიტირებულია 3%, 43%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, და ასევე 54%-ი ძლიერ დაზიანებულია.
მნიშვნელოვანია რომ ტყიბულში, აღნუსხული ობიექტების 90% მუნიციპალური საკუთრებაა, 3% კერძო მფლობელობაშია, 7% სახელმწიფო საკუთრებაა. აღნუსხული ობიექტების სრული უმრავლეოსბა რეგისტრირებულია.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ყოფილი პოლიციის შენობა, ქალაქ ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სამხატვრო გალერეა, ყოფილი საავადმყოფო, ხრესილის ყოფილი კლუბი, ორპირის კულტურის სახლი, გელათის ყოფილი კლუბი, სოფელ გურნას ბიბლიოთეკა, სოფელ ძმუისის კლუბის შენობა და ბაღი.