ცაგერი

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

სასოფლო კლუბის შენობა სოფელ ლაჯანაში © ცაგერის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 30 ობიექტიდან 23% შეადგენს კულტურული დანიშნულების ობიექტებს, 20% ადმინისტრაციული დანიშნულების ნაგებობებს, საწარმოო და საგანმანათლებლო დაწესებულებები გვხვდება 13-13%-ით, სხვადასხვა შერეული ტიპის ნაგებობები 10%-ს შეადგენს, ხოლო სატრანსპორტო და სპორტული, ასევე სტუმართმასპინძლობის სივრცეები 7-7%-ს წარმოადგენს.
ობიექტების 27% მოქმედია, 30% ნაწილობრივ გამოყენებული, 43% კი უფუნქციო. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 57%,  15%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 28% ძლიერ არის დაზიანებული. 

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 20% კერძო მფლობელობა, 17% სახელმწიფო საკუთრება,  60% მუნიციპალური საკუთრება, ხოლო  რეგისტრაციის გარეშეა 3%. 

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: სასოფლო კლუბის შენობა - სოფელი ლაჯანა, ''ოქრონისის წყარო'' - სოფელი ლაილაში, სოფელ ლაილაშის ყოფილი კოლმეურნეობის შენობა, ყოფილი საავადმყოფოს შენობა - ქ. ცაგერი, საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა - სოფელი ბარდნალა, ყოფილი სამკერვალოს ფაბრიკა - სოფელი ალპანა, ღვინის ქარხანა - სოფელი ტვიში, კულტურის ცენტრი ცაგერში, ცაგერის ყოფილი პოლიციის შენობა, ცაგერის ყოფილი პროკურატურის შენობა.

გამოგვყევით