ზესტაფონი

მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.

შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.  

საცურაო აუზი © ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 26 ობიექტიდან 31% შეადგენს ინდუსტრიული და კულტურის დანიშნულების ობიექტებს, 15% ადმინისტრაციულ ობიექტებს. საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტები მოიცავს 8%, ხოლო სპორტული დაწესებულებები 4%. 

ობიექტების 4% მოქმედია, 19% ნაწილობრივ გამოყენებული, 77% კი უფუნქციო. 

აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 19%, 27%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 54% ძლიერ არის დაზიანებული. 

ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 50% კერძო მფლობელობა, 23% სახელმწიფო საკუთრება, 27% მუნიციპალური საკუთრება. 

აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: რკინიგზის კლუბი, საცურაო აუზი, სამკერვალო ფაბრიკა, ვ.სტაროსელსკის ღვინის ქარხანა, საკონიაკე ქარხანა, ვაჭევის ღვინის ქარხანა, ბარბაქაძეების ღვინის ქარხანა, განათლების ყოფილი შენობა, კლუბის შენობა სოფ. კვალითში, კლუბის შენობა სოფ. პირველ სვირში. 

გამოგვყევით