კულტურის და განათლების პროექტები ასერბაიჯანში
16 წელზე მეტია, რაც გოეთეს ინსტიტუტი ხელს უწყობს კულტურათაშორის ურთიერთობებსა და გერმანულის ენის სწავლებას აზერბაიჯანში. ენის სწავლების ცენტრთან და გერმანულ სამკითხველო დარბაზთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გერმანულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, გოეთეს ინსტიტუტი მხარს უჭერს კულტურის ასოციაცია „კაპელჰაუსსა" და გოეთეს ცენტრს ბაქოში.
აზერბაიჯანში კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და ენის სწავლების სფეროში გოეთეს ინსტიტუტი მართლაც უმნიშვნელოვანესი აქტორია. ამ პროცესში ის მჭიდროდ თანამშრომლობს ენების სწავლების ცენტრთან (SLZ) და გერმანულ სამკითხველო დარბაზთან აზერბაიჯანის უცხო ენების უნივერსიტეტში. 1990 წლიდან ის მხარს უჭერს გერმანულ-აზერბაიჯანულ კულტურის ასოციაციას „კაპელჰაუსი“ (მსოფლიო კულტურული საზოგადოების კავშირის ფარგლებში). 2017 წელს დაარსდა გოეთეს ცენტრი, რომელიც გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის კულტურათაშორისი თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.