სამიზნე ჯგუფი: გერმანულის როგორც უცხო ენის (დამწყები) პედაგოგები სკოლებსა და უნივერსიტეტებში B2 დონიდან.
60 წუთიანი პრაქტიკული სემინარი გამიზნულია გერმანულის როგორც უცხო ენის პედაგოგთათვის, რომლებსაც სურთ კომპეტენციის ამაღლება სამეცნიერო წერის დიდაქტიკის სფეროში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს გერმანულის როგორც უცხო ენის შემსწავლელთათვის სამეცნიერო წერის პროცესის დიდაქტიზებისთვის.
ძირითადი საკითხები:
- სამეცნიერო წერის საფუძვლები გერმანულის როგორც უცხო ენის კონტექსტში
- ტექსტის სტრუქტურირება და არგუმენტის აგება
- წერის სტრატეგიების და ტექნიკების გამოყენება გერმანულის როგორც უცხო ენის სწავლებისას
- სპეციალური ლექსიკა და წინადადების კომპლექსური სტრუქტურები
- წყაროებზე კრიტიკულად მსჯელობის ხელშეწყობა
- უკუკავშირის მეთოდები სამეცნიერო ტექსტების გასაუმჯობესებლად
შემოგთავაზებთ თეორიისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ნაზავს. მონაწილეები მიიღებენ კონკრეტულ სასწავლო მასალას და გაეცნობიან მეთოდებს, რომელთა პირდაპირ გამოყენებასაც შეძლებენ თავის გაკვეთილზე.
მომხსენებელი:
ანიკა ფრიზე