მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც გერმანული ენის ეროვნულ ოლიმპიადში (A2, B1 ან B2 დონეზე) გაიმარჯვებენ. მონაწილეები ოლიმპიადის დაწყების მომენტში მინიმუმ 14 და მაქსიმუმ 17 წლის ასაკის უნდა იყვნენ.
გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე არ დაშივებიან მოსწავლეები:
- რომელთა მშობლიური ენაც არის გერმანული, ან ერთ-ერთი მშობელი არის გერმანულენოვანი;
- რომლებმაც სამი წლის ასაკის შემდეგ გერმანულენოვან ქვეყნებში გადაბმულად დაჰყვეს მინიმუმ 6 თვე;
- რომლებიც სწავლობენ გერმანულ საერთაშორისო და კერძო სკოლებში, სადაც გაკვეთილის და კომუნიკაციის ენა გერმანულია;
- რომლებიც სრულწლოვანები არიან;
- რომლებსაც 08.08.2020-თვის უკვე მოპოვებული აქვთ სტუდენტის სტატუსი;
- რომლებიც ეროვნული ოლიმპიადის ფინალურ ტურზე მონაწილეობის პირობების გაცნობისას არასწორ ინფორმაციას მიუთითებენ, რაც მათ დისკვალიფიკაციას გამოიწვევს;
დრეზდენში თითოეული ქვეყნიდან მხოლოდ ორი მოსწავლე გაემგზავრება. შესაძლებელია, რომ მათ ენის სხვადასხვა დონე ჰქონდეთ.