საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ფოტო-მარათონი

16 მაისს ამიერკავკასიის მასშტაბით 90 ახალგაზრდა ადამიანმა აიღო ხელში თავისი ფოტოაპარატი და სამ საათში საკუთარ სახლში გადაღებული ფოტოების არაჩვეულებრივი სერია შექმნა. 



მონაწილეებს სამი თემიდან ერთ-ერთი უნდა აერჩიათ: "გრძნობები კორონას დროს", "პანდემია და ფოტოგრაფია" და "ახალი აღმოჩენები სახლში". როგორც გაირკვა, მონაწილეებმა პანდემიის პერიოდში შინ მართლაც უამრავი საინეტრესო რამ აღმოაჩინეს. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მათი მრავალფეროვანი იდეებით. ფოტოების სათაურებში კი ძირითად დომინირებდა "იმედი" და "მეგობრობა".
 
ფოტოგრაფებმა აიზელ ამიროვამ, ედუარდ ტადევოსიანმა და სანდრო სულაბერიძემ გამარჯვებული ფოტოები შეარჩიეს. 
 
კატეგორიის  "გრძნობები კორონას დროს" გამარჯვებულები არიან მურად ილკნური (1-ელი ადგილი), ნია გვარამია და თათია თაკალანდძე (მე-3 ადგილი).   
 
კატეგორიის  "პანდემია და ფოტოგრაფია" გამარჯვებულები არიან ვიქტორია ღვინიანიძე (1-ელი ადგილი), რაფიგა ჯუმშუდოვა (მე-2 ადგილი) და სუზანა საჰაკიანი(მე-3 ადგილი).   
 
 
კატეგორიის "ახალი აღმოჩენები სახლში".გამარჯვებულები არიან სალომე კვიჭიძე (1-ელი ადგილი), მარიანა საჰაკიანი (მე-2 ადგილი) და რანა მამადოვა (მე-3 ადგილი).   
 
ფოტომართანოს მონაწილეთა მოწონება თინათინ ნეკაშვილმა, ლაშა მდივანმა და საბა ბობოხიამ დაიმსახურეს. 
 
ფოტომარათონის ორგანიზატორები კი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) და გოეთეს ინსტიტუტი გახლდათ.