კატეგორია: საკლასო აქტივობა მზად ციფრული გაკვეთილისთვის

ონლაინ სემინარი ციფრული პროგრამების გამოყენებაში გამოუცდელი ან მწირი გამოცდილების მქონე მასწავლებლებისთვის

სემინარის აღწერილობა

პანდემიის პირობებში ონლაინ გაკვეთილი მრავალი მასწავლებლისთვის დიდ გამოწვევად იქცა, ვინაიდან ციფრული გაკვეთილი  არ არის მხოლოდ პერსონალური კომპიუტერის ან სმარტფონის მოხმარების ცოდნა, თქვენი ამოცანაა ასევე, არასასურველი ფორმატის მიუხედავად,  მოტივაცია გაუჩინოთ და აქტიურად ჩააბათ  მოსწავლეები გაკვეთილში იქიდან, სადაც ისინი მოცემულ მომენტში იმყოფებიან. ხანდახან გგონიათ, რომ ეს თქვენს ძალებს აღემატება თუ  ტექნიკურ სირთულეებს აწყდებით?

ამ სემინარზე თქვენ  შეისწავლით:

  • როგორ წარმართოთ  ონლაინ გაკვეთილი თავისუფლად და საინტერესოდ;
  • როგორ გამოიყენოთ ‘ზუმის’ უმნიშვნელოვანესი ფუნქციები;
  • რომელი აპლიკაციებით უნდა ისარგებლოთ ონლაინ გაკვეთილისთვის, რომ დავალებები და სავარჯიშოები შეადგინოთ;
  • როგორ შექმნათ კომიქსები და ანიმაციები ვებგვერდებისა და ვებდანართების დახმარებით

მიზნობრივი ჯგუფი

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სკოლების გერმანული ენის მასწავლებლები

ფორმატი და ხანგრძლივობა

ონლაინ სემიანრი 6 აკ. საათი
თარიღი: 17/10/2020
დასაწყისი: 12:00 სთ
 

სემინარს უძღვებიან

მეგი გვასალია
თამარ კაჭახიძე

ტექნიკური წინაპირობები

ვირტუალური საკურსო სივრცე: „ზუმი“
მობილურზე თუ კომპიუტერთან: გესაჭიროებათ სტაბილური ინტერნეტკავშირი, ყურსასმენები და მიკროფონი
„ზუმში“ შესვლა შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე 15წუთით ადრე.
სასურველია ჩამოტვირთოთ „ზუმის“ აპლიკაცია, ვინაიდან ვებბრაუზერით წვდომა არასტაბილურია.

რეგისტრაცია და კონტაქტი
 

შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ონლაინ-ფორმულარის გამოყენებით.

დამატებით ინფორმაციას მიიღებთ ელ. ფოსტით:
ana.mshvildadze@goethe.de

კრედიტები

ერთი კრედიტისთვის საჭირო 25 სე-ის დასაგროვებლად, კვალიფიკაციის ამაღლების ერთი კატეგორიის ფარგლებში შეგიძლიათ რამდენიმე სემინარში მიიღოთ მონაწილეობა. კვალიფიკაციის ამაღლებას გთავაზობთ მომდევნო კატეგორიებში:

  • მხარეთმცოდნეობა
  • აქტივობა გაკვეთილზე
  • CLIL - საგნის და ენის ინტეგრირებულად სწავლება 

დაბრუნება