მულტიპლიკატორების პროგრამა

მულტიპლიკატორების პროგრამა

მულტიპლიკატორების პროგრამა @ Goethe-Institut Georgien

გერმანული ენის მასწავებლების კვალიფიკაციის ამაღლება გოეთეს ინსტიტუტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი საკვალიფიკაციო პროგრამები მასწავლებლებს ეხმარება უცხო ენის დიდაქტიკისა და მეთოდიკის თანამედროვე ტენდენციებს გაეცნონ და უახლესი მეთოდები გამოიყენონ საკუთარ გაკვეთილზე. ჩვენი ყველა სემინარი და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გოეთეს ინსტიტუტის მუტიპლიკატორების მიერ იგეგმება და ტარდება. გოეთეს ინსტიტუტის მუტიპლიკატორების არიან კომპეტენტური და აქტიური მასწავლებები, რომლებიც გოეთეს ინსტიტუტის დავალებით მეთოდიკა-დიდაქტიკის სემინარებს დასწრებული, ონლაინ და კომბინირებული ფორმატით ატარებენ და საგანმანათლებლო პროექტების კონცეფციების შემუშავებაში, დაგეგმვასა და რეალიზებაში მონაწილეობენ. აქტიურ პრაქტიკასთან ერთად მათ გოეთეს ინსტიტუტში პროფესიული განვითარებისა და გადამზადების მუდმივი შესაძლებლობები აქვთ.

გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს 2018-2020 წწ. მუტიპლიკატორების მომზადების პროგრამას, რომელშიც  მონაწილეობას მაღალი მოტივაციის მქონე გერმანული ენის მასწავებლები მიიღებენ. პროგრამა 18 თვე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა უფასოა. პროგრამაში მონაწილეების კანდიდატები კონკურსის წესით შეირჩევიან.
 

განაცხადი

გამოაგზავნეთ სრული განაცხადი შემდეგ ელ. ფოსტაზე: ana.mshvildadze@goethe.de
და დანიშნულებაში მიუთითეთ "Ausbildung neuer Multiplikatoren 2018". განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10.09.2018

საჭირო საბუთები:
- შევსებული განაცხადის ფორმა (ცალკე დოკუმენტად)
- სამოტივაციო წერილი
- ტაბელარული ავტობიოგრფაია ფოტოსურათით
- კვალიფიკაციის/გამოცდილების დამასტურებელი მოწმობები
- ენის დამადასტურებლი მოწმობა (არსებობის შემთხვევაში)

2018 წლის 15 სექტემბრამდე ელ. ფოსტაზე მიიღებთ დადებით ან უარყოფით პასუხს პროგრამაში მონაწილეობის მიღების თაობაზე.