გოეთეს ინსტიტუტის გერმანული ენის მასწავლებელთა ონლაინ კონფერენცია GETVICO24 წელსაც ტარდება. დარეგისტრირდით მომხსენებლად ან მონაწილედ კონფერენციაზე, რომელიც 6 და 7 ივნისს გაიმართება.
© Goethe-Institut e.V.
აქვე გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილეობასთან დაკავშირებით.
აბსტრაქტი უნდა ატვირთოთ Lime Survey-ზე. წარმოდგენილია ოთხი თემატური სექცია:
- "DaF-Unterricht bewegt sich – Status quo, Tendenzen, Innovationen
- Deutsch bewegt mich – Emotionales Lernen, Lernen durch Bewegung, Soziales Lernen und Motivation
- Deutsch bewegt uns – Einfluss des Deutschlehrens und -lernens auf Berufsbiografien
- Die deutsche Sprache bewegt sich – Wie sich Sprache/Sprachgebrauch verändert"
კონფერენციის ჩატარებისთვის გამოიყენება Zoom Events პროგრამა, რისთვისაც წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენს კომპიუტერში პროგრამა სათანადოდ მუშაობს. თქვენ დაგჭირდებათ კამერა, მიკროფონი და სტაბილური ინტერნეტკავშირი.
რეგისტრაცია შესაძლებელია 25 მარტამდე.
აპრილის დასაწყისში მიიღებთ ჩვენგან შეტყობინებას, მიღებულ იქნა თუ არა თქვენი მოხსენება.
მათთვის, ვისაც უბრალოდ დასწრება სურს: მონაწილეთათვის რეგისტრაცია შესაძლებელია 1 აპრილიდან. ბმული განთავსდება ამ გვერდზე.
მომხსენებელთა რეგისტრაცია:
რეგისტრაცია |
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მისწეროთ getvico24@goethe.de ან დაუკავშირდეთ გოეთეს ინსტიტუტს თქვენს რეგიონში.