კატეგორია: საკლასო აქტივობა შერეული სწავლება უმაღლეს სასწავლებელში: შანსები და გამოწვევები

ონლაინ სემინარი უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებისთვის

სემინარის აღწერილობა

კოვიდი უმაღლესი სასწავლებლების წინაშეც არ იხევს უკან, მას არ აღელვებს სასწავლო პროგრამები, სწავლა თუ სამეცნიერო კვლევა. როგორ დავგეგმოთ ამ პირობებში შეძლებისდაგვარად შეუფერხებელი სწავლისა და კვლევის პროცესი? სამი პრაქტიკული სემინარის სახით საქართველოს გოეთეს  ინსტიტუტი გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი საკუთარი გაკვეთილის კონტექსტისთვის გამოიყენოთ შერეული სწავლების დიდაქტიკური უპირატესობები და შანსები.

1-ლ პრაქტიკულ სემინარზე გადავდგამთ პირველ ინტერაქტიულ ნაბიჯებს „ზუმში“ და გავაშუქებთ, თუ როგორ იცვლება  დიდაქტიკური მეთოდი შერეული სწავლებისას. მე-2 პრაქტიკულ სემინარს მივუძღვნით სინქრონულ და ასინქრონულ ჯგუფურ მუშაობას და დავალებებისა და დასარიგებელი სამუშაო მასალის ონლაინ შედგენას. მე-3 პრაქტიკულ სემინარზე მოვსინჯავთ ციფრულ მედიებს გაკვეთილზე.
 
პრაქტიკული სემინარები ინტერაქტიულია და თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, თქვენი საკუთარი სასწავლო ჯგუფებისთვის დაგეგმოთ და მოსინჯოთ აქტივობები.
 
სერტიფიკატის მისაღებად სამივე პრაქტიკულ სემინარში უნდა მიიღოთ მონაწილეობა.

მიზნობრივი ჯგუფი

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები

ფორმატი და ხანგრძლივობა

ონლაინ სემინარი 6 აკ/სთ
24.10.2020 15:00 - დან  16:45-მდე
07.11.2020  15:00 - დან 16:45 - მდე
21.11.2020 15:00 -დან  16:45- მდე
 

სემინარს უძღვება:

ბერბელ ბრაში

ტექნიკური წინაპირობები

ვირტუალური სასწავლო სივრცე: „ზუმი“
მობილურზე თუ კომპიუტერთან: გესაჭიროებათ სტაბილური ინტერნეტკავშირი, ყურსასმენები და მიკროფონი
„ზუმში“  შესვლა შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე 15წუთით ადრე.
სასურველია ჩამოტვირთოთ „ზუმის“ აპლიკაცია, ვინაიდან ვებბრაუზერით წვდომა არასტაბილურია
 

რეგისტრაცია და კონტაქტი

უკვე შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ონლაინ-ფორმულარის გამოყენებით.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ელ/ ფოსტით:
Christina.Nefzger@goethe.de

კრედიტები

ერთი კრედიტისთვის საჭირო 25 სე-ის დასაგროვებლად, კვალიფიკაციის ამაღლების ერთი კატეგორიის ფარგლებში შეგიძლიათ რამდენიმე სემინარში მიიღოთ მონაწილეობა. კვალიფიკაციის ამაღლებას გთავაზობთ მომდევნო კატეგორიებში:

  • მხარეთმცოდნეობა
  • აქტივობა გაკვეთილზე
  • CLIL - საგნის და ენის ინტეგრირებულად სწავლება

დაბრუნება